საქართველოს პოზიციის გამო რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებებში ეჭვი ეპარება

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ურთიერთობების დალაგების უსურვილობაში დაადანაშაულა, რომელსაც მხარი ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ დაუჭირა.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ  საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით შეშფოთება გამოთქვა  და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების მნიშვნელობა.

 ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ 3 მაისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალურმა თბილისმა ამ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდა, რამდენადაც, მასში პირველად დაფიქსირდა, რომ საუბარი მიდის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე,  უსაფრთხოებას არღვევს  რეგიონში და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას უშლის ხელს.

„3 მაისს ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ მიიღო მორიგი არაკონსენსუსური გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ. დოკუმენტი თავისი მიკერძოებულობით განმაცვიფრებელია და აბსურდამდე განსხვავდება რეალობისგან. მასში დეკლარირებულია არარსებული კუთვნილება საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არის მცდელობა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ამ რესპუბლიკებთან, რომლებიც ოდესღაც შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ასევე ამ რესპუბლიკების შიგნით არსებულ ვითარებაზე“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ურთიერთობების დალაგების უსურვილობაში დაადანაშაულა. 

ჟენევა - Sputnik საქართველო
საქართველომ და რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებები შეაჯამეს

„თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით განაგრძობს საერთაშორისო მოედნებზე ცრუ პროპაგანდის გავრცელებას, რომლის ერთადერთი მიზანია — „დაკანონდეს“ საქართველოს მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობების არქონის სურვილი. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად საქართველო-რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფორმატში ნარჩუნდება.

ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭომ რუსეთს მოუწოდა გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0