ტერაქტი პეტერბურგში: საავადმყოფოებში 15 დაშავებული რჩება

© photo: Sputnik / Анатолий Медведь / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება სანკტ-პეტერბურგში
აფეთქება სანკტ-პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თხუთმეტი დაშავებულიდან, რომლებიც მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებში გადიან, ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებული 15 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოებში გადის, იუწყება სააგენტო РИА Новости  ქალაქის ვიცე-გუბერნატორის ანა მიტიანინას მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

3 აპრილს პეტერბურგის მეტროში მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე „სენნაია პლოშჩადისა“ და „ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტის“ სადგურებს შორის გვირაბში აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე „პლოშჩად ვოსტანია“ დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითიც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. 

საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის“ მუხლით. საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, ტერაქტის მომწყობი 1995 წელს დაბადებული, წარმოშობით ყირგიზი ჯალილოვია, რომელმაც „პლოშჩად ვოსტანიას“ სადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა, შემდეგ კი მატარებლის ვაგონში თავი აიფეთქა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ, თვითმკვლელი-ტერორისტის ჩათვლით, 16 ადამიანს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0