აფეთქება პეტერბურგში: გამოძიების ბოლო სიახლეები

© REUTERS / Anton Vaganovსანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შემდეგ საგანგებო სამსახურის, პოლიციისა და მაშველების ავტომანქანები
სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შემდეგ საგანგებო სამსახურის, პოლიციისა და მაშველების ავტომანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი წარმოშობით ყირგიზი, რუსეთის მოქალაქე აქბარჟონ ჯალილოვის ბიძა უარყოფს, რომ მისი ძმიშვილი ექსტრემისტია.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა დაკითხეს 40-ზე მეტი ადამიანი და ამოიღეს კამერების ჩანაწერები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

3 მარტს პეტერბურგის მეტროპოლიტენში, მოსკოვის დროით დაახლოებით 14:30 საათზე სადგურ "სენნაია პლოშჩადსა" და "ტეხნოლოგიჩესკი უნივერსიტეტ 2-ის" გადასაჯდომ ხაზზე აფეთქება მოხდა. ხოლო სადგურზე "პლოშჩად ვოსტანია" დროულად აღმოაჩინეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც კიდევ ერთი ტერაქტი აღკვეთეს. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო საავადმყოფოებში 49 დაშავებული იმყოფება.

"რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს მოახსენეს ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შესახებ. ამ დროისთვის დაკითხულია 40 ადამიანზე მეტი თვითმხილველებსა და მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შორის. ამოღებულია საგნების, ვიდეოკამერების ჩანაწერების დიდი რაოდენობა, რომლებსაც გამომძიებლები დეტალურად სწავლობენ და ექსპერტები და კრიმინალისტების დაწვრილებით აანალიზებენ", — განაცხადა პეტრენკომ საგამოძიებო კომიტეტის უფროსის, ალექსანდრ ბასტრიკინის მიერ ჩატარებული ოპერატიული თათბირის შემდეგ.

ტერაქტი-სანკტ პეტერბურგში - Sputnik საქართველო
ცნობილია პეტერბურგის ტერაქტის ავტორის ვინაობა

გამოძიებამ დაადგინა 1995 წელს დაბადებული აქბარჟონ ჯალილოვის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ეჭვმიტანილია მეტროში აფეთქების მოწყობაში. იქ უკვე ჩაატარეს ჩხრეკა. საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, რომელიც ტერაქტის საქმეს იძიებს, სწორედ მან დატოვა შენიღბული ბომბი სადგურ "პლოშჩად ვოსტანიაზე", შემდეგ კი თავი მატარებლის ვაგონში აიფეთქა.

"გარე დაკვირვების კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებში დაფიქსირებულია ეჭვმიტანილის სახლიდან გამოსვლის მომენტი ჩანთითა და ზურგჩანთით", — განაცხადა პეტრენკომ.

ჯალილოვის ბიძა უარყოფს, რომ მისი ძმიშვილი ექსტრემისტი იყო.

"მისი თქმით, აკბარჟონი რეგულარულად დადიოდა მეჩეთში, მაგრამ შემჩნეული არ არის ექსტრემისტული შეხედულებების ერთგულებაში. სააგენტოს დანარჩენ კითხვებზე პასუხების გაცემაზე იმაჯონ ჯალილოვმა უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ნათესავებს იშვიათად ხედავს", — აღნიშნულია ყირგიზული სააგენტო 24.kg-ს განცხადებაში.

ეჭვმიტანილის მშობლების მეზობლები ჯალილოვების ოჯახს ახასიათებენ, როგორც "დადებითსა და მეგობრულს". ჯალილოვებს სამი შვილი ჰყავთ. აქედან მშობლებთან მხოლოდ უმცროსი ცხოვრობს, რომელიც წელს ამთავრებს საშუალო სკოლას. ეჭვმიტანილის უფროსი და ქმართან ერთად ცხოვრობს.

© AFP 2024 / ALEXANDER BULEKOVდაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად
დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად - Sputnik საქართველო
დაახლოებით 10 ადამიანი დაიღუპა პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქების შედეგად

ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის დაკავებულია ექვსი მოქალაქე შუა აზიის რესპუბლიკებიდან.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ მოქალაქეების გადაბირებას ძირითადად შუა აზიის რესპუბლიკებიდან, რათა მათ ტერორისტული მიმართულების დანაშაული ჩაედინათ და ჩაერთოთ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებში „ჯებჰატ ან-ნუსრა“ და „ისლამური სახელმწიფო“.

ეჭვმიტანილების საცხოვრებელ ადგილებში ტარდება ჩხრეკა, რომლის დროსაც იღებენ ისლამისტურ ექსტრემისტულ ლიტერატურას, ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში მნიშვნელობა აქვს, აღნიშნეს საგამოძიებო კომიტეტში.

ყველა ახალი ამბავი
0