მოსკოვის უსაფრთხოების კონფერენციას 78 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან

© photo: Sputnik / Valery Shustov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის პანორამული ხედი
მოსკოვის პანორამული ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად სამხედრო ხაზით შეჩერებული ურთიერთქმედებებისა, ფორუმზე მიწვევა ნატო-სა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ასევე ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელობას გაეგზავნა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. მოსკოვის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას მსოფლიოს 78 ქვეყნის წარმომადგენლები დათანხმდნენ, მათ შორის, 20-ზე მეტი თავდაცვის მინისტრი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინის ბრიფინგზე დაყრდნობით.

სამხედრო მანქანები - Sputnik საქართველო
რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმის მცდელობა: ბოევიკები ლიკვიდირებული არიან

კონფერენცია 26-27 აპრილს ჩატარდება და საკითხთა ფართო სპექტრი განიხილება, მათ შორის, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროდანაც.

„სულ 700-ზე მეტ სტუმარს ველით, საიდანაც 500 უცხოეთის სახელმწიფოებს წარმოადგენს. 78 ქვეყნის წარმომადგენელმა უკვე დაგვიდასტურა მონაწილეობა, აქედან ოცზე მეტი თავდაცვითი უწყებების ხელმძღვანელები არიან", — განაცხადა ფომინმა.

მისი თქმით, კონფერენციაზე დაგეგმილია ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა გამოსვლა, როგორებიცაა ეუთო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, და ასევე დსთ-ის აღმსარულებელი მდივნის, გაეროსა და არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალური მდივნების მოადგილეების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

ალექსანდრ ფომინმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად სამხედრო ხაზით შეჩერებული ურთიერთქმედებებისა, ფორუმზე მიწვევა ნატო-სა და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, და ასევე ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელობას გაუგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0