უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა იარაღის იატაკქვეშა სავაჭრო ქსელი გახსნა

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიფედერალური სამსახურის აგენტი
ფედერალური სამსახურის აგენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ოლქებში მოქმედებდა, იარაღის გადაზიდვა-გასაღების გარდა, იატაკქვეშა სახელოსნოებში მის მოდერნიზაციასაც ახორციელებდა.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რეგიონთაშორისი დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთა, რომელმაც იატაკქვეშა სახელოსნოებში მაკეტებისა და სამოქალაქო ნიმუშებისგან ცეცხლსასროლი იარაღის მოდერნიზაციასა და ქვეყნის სხვადასხვა სუბიექტებში მის გასაღებას ახორციელებდა, ნათქვამია უშიშროების ფედერალური სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უშიშროების სამსახურის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
რუსეთის უშიშროების სამსახური: ბოევიკები მოსკოვსა და ინგუშეთში ტერაქტებს ამზადებდნენ

 

კალუგის, ბრიანსკის და მოსკოვის ოლქებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია პირთა ჯგუფი, რომელიც ცენტრალური ფედერალური ოლქის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის გადაზიდვა-გასაღებას და იატაკქვეშა სახელოსნოებში მის დამზადებას ახორციელებდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

 

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედების შედეგად მითითებული პირების საცხოვრებელ და სამუშაო ადგილების ჩხრეკისას აღმოჩენილია და ამოღებულია 3 საავიაციო ზარბაზანი (23 მმ კალიბრის), რუსული და უცხოური წარმოების ცეცხლსასროლი იარაღის 56 ერთეული, ცეცხლსასროლი იარაღის 100 ძირითადი ნაწილი, 15 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, 10 ყუმბარა, 2 ნაღმი, 10 ასაფეთქებელი მოწყობილობა და ელექტროდეტონატორი, სროლის ხმისჩამხშობი ორი მოწყობილობა, სხვადასხვა კალიბრის 3700 ვაზნა, 68 ერთეული ცივი იარაღი.

გარდა ამისა, შეჩერებულია იარაღის მოდერნიზაციის და საბრძოლო მასალის ოთხი არალეგალური სახელოსნოს ფუნქციონირება.

ამ დროისათვის დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0