რუსმა ფეხბურთელებმა შოუს Ты супер! მონაწილე ბიჭებთან მატჩი გამართეს

© photo: Sputnik / Алексей Филиппов / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი ბულიკინი და ევგენი ალდონინი
დმიტრი ბულიკინი და ევგენი ალდონინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მონაწილეებმა თამაშის შემდეგ ფეხბურთელებთან ფოტოები გადაიღეს, შემდეგ კი წითელ მოედანზე წავიდნენ, რომელიც პროექტის არც ერთ მონაწილეს ნანახი არ ჰქონდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! პრემიერის მეორე დღეს პროექტის მონაწილეებმა მოსკოვში გაისეირნეს და სპორტულ მოედანზე წავიდნენ, სადაც მათ ცნობილ ფეხბურთელებთან ევგენი ალდონინთან და დმიტრი ბულიკინთან შეხვედრა ელოდებოდათ.

ალდონინმა და ბულიკინმა ორი გუნდი შეკრიბეს. მათ ახალგაზრდა ვოკალისტებს ფეხბურთის გარკვეული ილეთები ასწავლეს და ბამპერბოლში შეჯიბრი გამოაცხადეს. ბავშვებმა ჩაიცვეს დიდი გასაბერი ბურთები, რომლითაც შეიძლება სირბილი, დაცემა და თავდაყირა გადასვლა. შოუს Ты супер! მონაწილეებს პოზიტიური ემოციებით განმუხტვა ნამდვილად სჭირდებოდათ. მათ შემდეგი გამოსვლის წინ განტვირთვა მოახერხეს.

ამ ამხანაგურმა მატჩმა დიდი სიამოვნება მიანიჭა კლუბ „ვოლგის“ ფეხბურთელს ევგენი ალდონინს: „როდესაც მომღიმარ ბავშვებს ხედავ, თვითონაც მხიარული ხდები. ისინი ძალიან მგრძნობიარე, ყურადღებიანი არიან და გრძნობენ, როდესაც მათ მიმართ გულწრფელი ხარ და სიხარულით ატარებ მათთან დროს“.

ფილიპ კირკოროვი შოუზე Ты супер! - Sputnik საქართველო
ფილიპ კირკოროვმა შოუზე Ты супер! თავისი მემკვიდრე იპოვა

ბავშვებმა ფეხბურთელებთან სელფი გადაიღეს და ავტოგრაფები ჩამოართვეს. ფეხბურთის შემდეგ ისინი წითელ მოედანზე წავიდნენ, რომელიც პროექტის მონაწილეებს მანამდე ნანახი არ ჰქონდათ.

ვოკალური კონკურსის Ты супер! შესარჩევი ტურის გაგრძელებას НТВ 18 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე აჩვენებს.

Ты супер! ტელეარხ НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის ერთობლივი პროექტია. მასში მონაწილეობენ მშობლების მზრუნველობამოკლებული ნიჭიერი ბავშვები — ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატების, მიმღები ოჯახების აღსაზრდელები.

საქართველოს კონკურსზე წარმოადგენს 12 წლის ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან. მისი კანდიდატურა წინასწარ კასტინგზე შეარჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0