სტალინის მიმართ სიმპათიით განწყობილ ადამიანთა რიცხვმა რუსეთში მაქსიმუმს მიაღწია

გამოწერა
რუსეთის მოქალაქეთა საყვარელი ისტორიული ლიდერების სამეულში სტალინი, ბრეჟნევი და პუტინი შევიდნენ.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. რუსეთის მცხოვრებთა რაოდენობამ, რომლებიც იოსებ სტალინის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი, ბოლო 16 წლის განმავლობაში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამაზე კვლევითი ორგანიზაცია Левада-Центр-ის („ლევადა ცენტრი“) გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

2001 წლის აპრილში სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთის მოქალაქეთა 38%-ს, ხოლო 2017 წლის იანვარში, გამოკითხვის შედეგებით, ეს რიცხვი 46%-მდე გაიზარდა. 

კადრი ფილმიდან სტალინის დივანი - Sputnik საქართველო
„სტალინის დივანი“: ფანი არდანმა საბჭოთა ბელადზე ფილმი გადაიღო

რესპონდენტთა საერთო რაოდენობიდან სტალინისადმი პატივისცემითაა გამსჭვალული 32%, სიმპათიით — 10%, ბელადით აღფრთოვანებულია 4%. სტალინის მიმართ გულგრილია 22%.

საყვარელი ისტორიული ლიდერების ტოპ-ლისტს რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უდგას სათავეში.

გამოკითხვის თანახმად, პუტინის მიმართ დადებითად არის განწყობილი რესპონდენტთა 83%, მაშინ, როდესაც 2001 წელს ეს მაჩვენებელი 73%-ს შეადგენდა.

პუტინის მიმართ პატივისცემით არის განწყობილი რესპონდენტთა 49%, მისით აღფრთოვანებულია 14%, სიმპათიით არის განწყობილი გამოკითხულთა 20% და გულგრილია რუსეთის მცხოვრებთა 10%.

ლიდერთა სამეულში შევიდა ლეონიდ ბრეჟნევიც. მის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი რუსეთის მოქალაქეთა 47%. 2001 წელს ბრეჟნევის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 44% გამოთქვამდა.

ბრეჟნევის მიმართ პატივისცემას გამოხატავს რესპონდენტთა 22%, სიმპათიას — 23%, მისით აღფრთოვანებულია სულ 2%, ხოლო გულგრილია ბრეჟნევის მიმართ 35%.

რაც შეეხება დანარჩენ ლიდერებს, 2017 წელს ვლადიმირ ლენინისადმი დადებითი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მცხოვრებთა 44%-ს (2001 წელს — 60%), ნიკიტა ხრუშჩოვისადმი — 28%-ს (2001 წელს — 30%), იური ანდროპოვისადმი — 37%-ს (2001 წელს — 56%).

ყველაზე ნაკლები დადებითი გამოხმაურება აქვს მიხეილ გორბაჩოვს — სულ 15%, მაშინ, როდესაც 2001 წელს ეს მაჩვენებელი 32%-ს შეადგენდა.

რაც შეეხება ელცინს, ის მიმდინარე წელს გამოკითხულთა 17%-ს მოსწონს, 2001 წელს კი ეს რიცხვი 15%-ს შეადგენდა.

„ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვა 2017 წლის 20-23 იანვარს რუსეთის 48 რეგიონის 1,6 ათას სრულწლოვან მოქალაქეს შორის პირადი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0