ალტაიში ვერტმფრენი ჩამოვარდა

© photo: Sputnik / Алексей Бушкин / გადასვლა მედიაბანკშიტელეცკოეს ტბა, ალტაი
ტელეცკოეს ტბა, ალტაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ თვითმხილველებმა განაცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე, შესაძლოა, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. თვითმხილველებმა ალტაის ტერიტორიაზე (რუსეთი), ტელეცკოეს ტბის თავზე ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დასავლეთ ციმბირის საგამოძიებო სამმართველოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

სოჭში თვითმფრინავი ჩამოვარდა - Sputnik საქართველო
სოჭში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იხილეთ ვიდეოკადრები

„ვერტმფრენი Robinson, თვითმხილველებისგან მიღებული მონაცემებით, ტელეცკოეს ტბის თავზე ჩამოვარდა“, – აღნიშნულია სპეც–სამსახურის განცხადებაში.

მაშველები ვერტმფრენის Robinson R-66 ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ვერტმფრენი ხაზზე არ გამოდის. მის ბორტზე, შესაძლოა, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონულ სამსახურში.

დასავლეთ ციმბირის საგამოძიებო სამმართველომ ფაქტის შემოწმება დაიწყო. საგამოძიებო ჯგუფი ვერტმფრენის შესაძლო ჩამოვარდნის ადგილზე გამგზავრებისთვის მზად არის.

ყველა ახალი ამბავი
0