ბონდარჩუკმა კონკურსზე Ты супер! იპოვა მსახიობი Притяжение-2-სთვის

© Пресс-служба НТВ"Ты супер!"
Ты супер! - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიოდორ ბონდარჩუკი პროექტის Ты супер! მონაწილის ბოგდან კოზლოვის სამსახიობო ნიჭმა განაცვიფრა.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. შოუ–პროგრამის Ты супер! სტუმარმა, რეჟისორმა ფიოდორ ბონდარჩუკმა შოუს მონაწილე ბოგდან კოზლოვს ბლოკბასტერ Притяжение-2-ში ერთ-ერთი როლი შესთავაზა.

რუსულ ტელეარხ НТВ-ზე 11 თებერვალს რუსული ტელევიზიის ისტორიაში გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონკურსი იწყება. პროგრამა Ты супер! ნიჭიერ ბავშვებს პოსტსაბჭოთა სივრციდან საკუთარი ტალანტის გამოვლენის შანსს აძლევს.

ამჟამად გახურებული შესარჩევი გამოცდის პერიოდია, მიმდინარეობს პროგრამის ჩაწერა, მაგრამ გადამღები ჯგუფის წევრები უფრო ჯადოქრებს ჰგვანან, ვიდრე ტელევიზიის მუშაკებს: ორგანიზატორები, ჟიურის წევრები, შოუს სტუმრები ძალას არ იშურებენ ბავშვების ღიმილისთვის და მათ ყველაზე სანუკვარ სურვილებს ასრულებენ. ეს ბავშვები ხომ მშობლების ზრუნვის გარეშე დარჩნენ, აღმოჩნდნენ რთულ ცხოვრებისეულ ვითარებაში და საოცრებას, როგორც სხვა არავინ, ისე ელოდებიან.

“Нана, ты супер!”: ასე გამოხატეს გრიბოედოვის თეატრში მხარდაჭერა - Sputnik საქართველო
Нана, ты супер! – ასე გამოხატეს გრიბოედოვის თეატრში მხარდაჭერა

პროგრამის სტუმარმა ფიოდორ ბონდარჩუკმა კალინინგრადელი არტისტული ბოგდან კოზლოვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა: „ბოგდანს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსახიობი გახდეს — დასამახსოვრებელი გარეგნობა, არტისტიზმი და ვოკალური შესაძლებლობები. ბუნებრივი მონაცემები უნდა განვითარდეს — მე ვურჩევ, თეატრალურ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს, ამ მიმართულებით წავიდეს. მწამს, რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს“.

ამ დროს ბოგდანის სახე გაბრწყინდა. ის ხომ დიდი ხანია ოცნებობს, რომ თავისი ცხოვრება მუსიკას დაუკავშიროს, მაგრამ მისი სანუკვარი ოცნება მაინც დიდ კინოში გადაღებაა!

მუსიკალური შოუს ჟიურის წევრებმა ბონდარჩუკს შესთავაზეს, უფრო ყურადღებით დააკვირდეს კონკურსანტს. რეჟისორმა პირობა დადო, რომ როდესაც ბლოკბასტერ Притяжение-2-ის გადაღება დაიწყება, ის ბოგდან კოზლოვს ერთ-ერთ როლს შესთავაზებს.

ყველა ახალი ამბავი
0