გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა მეკარე ვიქტორ ჩანოვი

© photo: Sputnik / Дмитрий Донской / გადასვლა მედიაბანკშივიქტორ ჩანოვი
ვიქტორ ჩანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ მეკარე ვიქტორ ჩანოვს გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე კიევში თავს დაესხნენ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სსრკ-ის ფეხბურთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვიქტორ ჩანოვი 58 წლის გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 20 იანვარს, ჩანოვს კიევის შემოგარენში უცნობი პირები დაესხნენ თავს და მრავლობითი ტრავმა მიაყენეს, რამაც თავის ქალისა და ტვინის ტრავმა გამოიწვია. მომდევნო დღეს მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, იუწყება Спорт-Экспресс.

© photo: Sputnik / იური სომოვისსრკ-ის საფეხბურთო ნაკრების მეკარე ვიქტორ ჩანოვი
სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრების მეკარე ვიქტორ ჩანოვი - Sputnik საქართველო
სსრკ-ის საფეხბურთო ნაკრების მეკარე ვიქტორ ჩანოვი

ვიქტორ ჩანოვი, უკრაინელი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე, 1959 წლის 21 ივლისს დაიბადა. იყო საერთაშორისო კლასის სსრკ —ის სპორტის ოსტატი (1980), სსრკ-ის დამსახურებული სპორტის ოსტატი (1986).

ჩანოვი თავისი პროფესიული საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გამოდიოდა „შახტიორში“ (1978-1981), კიევის „დინამოში (1982-1990), ისრაელის „მაკაბიში“ (1990-1993) და „ბნეი იეგუდუში“ (1993-1994).

ჩანოვმა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა. მონაწილეობდა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში.

კლუბური კარიერის განმავლობაში ჩანოვმა მოიგო თასების მფლობელთა თასი, სამჯერ — სსრკ-ის ჩემპიონატი, ხუთჯერ — თასი, იყო ისრაელის ჩემპიონი და ორჯერ — ქვეყნის თასის მფლობელი.

ჩანოვმა მწვრთნელის კარიერა 1995 წელს დაიწყო. მუშაობდა კიევის „ცსკა“-სა და „დინამოში“.

ყველა ახალი ამბავი
0