"Единая Россия“-ს თავმჯდომარედ კვლავ დიმიტრი მედვედევი აირჩიეს

© photo: Sputnik / Дмитрий Астахов / გადასვლა მედიაბანკში"Единая Россия“-ს თავმჯდომარედ კვლავ დიმიტრი მედვედევი აირჩიეს
Единая Россия“-ს თავმჯდომარედ კვლავ დიმიტრი მედვედევი აირჩიეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია "Единая Россия"-ს თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი პარტიის მუშაობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. პარტია  "Единая Россия“-ს ყრილობამ რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი ხელახლა 5 წლის ვადით აირჩია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. კენჭისყრის შედეგები პარტიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა გამოაცხადა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

„2012 წლის 26 მაისს,  პარტია "Единая Россия“-ს  დამფუძნებლის ვლადიმერ პუტინის წინადადებით, პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული დიმიტრი მედვედევი. გასულმა ხუთმა წელმა დაგვანახა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო“, — დასძინა გრიზლოვმა. 

ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, დიმიტრი მედვედევმა დამსწრეთ შესთავაზა, რომ ხუთი წლის მანძილზე, ყოველწლიურად რუსეთის ფედერაციაში ჩატარდეს წინასწარ  ხმის მიცემის ერთიანი დღე რეგიონალურ საკანონმდებლო ორგანოებში კანდიდატების შესარჩევად.

არჩევნები - Sputnik საქართველო
წინასწარი შედეგებით რუსეთის სათათბიროს არჩევნებში "ედინაია როსია" ლიდერობს
 

„გასული წლის მაისში, პირველად ჩატარდა წინასწარი ხმის მიცემის ერთიანი დღე. "Единая Россия“-ს ყველა პარტიულ თუ უპარტიო კანდიდატს უნდა გაევლო ეს პროცედურა, მონაწილეობა მიეღო დებატებში. ამომრჩევლებმა ფაქტიურად თავად მოახდინეს ჩვენი პარტიის საარჩევნო სიის ფორმირება. არც ერთ სხვა პარტიას არ მიუნდვია ხალხისთვის ეს პროცესი“, — თქვა მედვედევმა. აქედან გამომდინარე გთავაზობთ ხუთი წლის მანძილზე ყოველწლიურად ჩავატაროთ წინასწარი ხმის მიცემის ერთიანი დღე და ასე განვსაზღვროთ რეგიონალური საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატები — განაცხადა მედვედევმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0