Ту-154-ის ავიაკატასტროფა: ნაპოვნია 15 დაღუპულის ცხედარი

© photo: Sputnik / Нина Зотина / გადასვლა მედიაბანკშიТу-154 -ის კატასტროფის დროს დარუპულებს ეძებენ
Ту-154 -ის კატასტროფის დროს დარუპულებს ეძებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალოვანი სტრუქტურების მონაცემებით, Ту-154-ის ავიაკატასტროფის შემდეგ 233 ფრაგმენტი და სამი დაღუპულის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ту-154-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ შავ ზღვაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება — ამ დროისათვის მაშველებმა კიდევ სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ჯერჯერობით მხოლოდ 15 დაღუპულის ცხედარია ნაპოვნი, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი" ძალოვან სტრუქტურებში მყოფი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი Ту-154, რომელიც სირიაში მიფრინავდა, კვირას, დილით შავ ზღვაში ჩამოვარდა. საჰაერო ხომალდის ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იყო — 8 სამხედრო მოსამსახურე, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 64 მსახიობი, ასევე რუსული საინფორმაციო საშუალებების 9 წარმომადგენელი, საქველმოქმედო ფონდ „სამართლიანი დახმარების" ხელმძღვანელი ელიზავეტა გლინკა, რომელიც ცნობილია როგორც დოქტორი ლიზა, და ფედერალური სამსახურის 2 წარმომადგენელი. 

„რაიონში, სადაც სამძებრო ოპერაციები ტარდება, კიდევ სამი დაღუპულის ცხედარი ვიპოვეთ. მთლიანობაში 15 ცხედარია აღმოჩენილი“, — განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.  

მისი სიტყვებით, Ту-154-ის ჩამოვარდნის ადგილზე ასევე ნაპოვნია სხეულის 223 ფრაგმენტი.

ყველა ახალი ამბავი
0