თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. დიდთოვლობის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენის სამსახურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მეტროპოლიტენის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„08:00 საათიდან მეტროპოლიტენის სამსახურები დიდთოვლობის გამო გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ“, — ნათქვამია Twitter-ზე მეტროს მიკრობლოკში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
С 8:00. Службы метрополитена переведены на усиленный режим работы из-за снегопада в Москве.#снегопад #мосметро #москва pic.twitter.com/0LdHETnT0g
— Московское метро (@MetroOperativno) 27 декабря 2016 г.
მანამდე საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, რომ 27 დეკემბერს მოსკოვში დიდთოვლობა, ყინვა და ქარია მოსალოდნელი, რომლის სიმძლავრეც წამში 12-17 მეტრი იქნება. მოსალოდნელი უამინდობის გამო უწყება მოსკოვის მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს – არ მიუახლოვდნენ სარეკლამო ბანერებსა და ძველ, არამყარ შენობებს, ხოლო მძღოლებს — დაიცვან მოძრაობის წესები, თვალყური ადევნონ მოძრაობის სიჩქარესა და დისტანციას.