რუსეთის უშიშროების სამსახური: ბოევიკები მოსკოვსა და ინგუშეთში ტერაქტებს ამზადებდნენ

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიუშიშროების სამსახურის თანამშრომელი
უშიშროების სამსახურის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული დაჯგუფების ხუთი წევრი დააკავა, რომლებიც მოსკოვსა და ინგუშეთში ტერაქტებს ამზადებდნენ, იუწყება სპეცსამსახური სამშაბათს.

დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ემისარმა შექმნა, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გაანადგურეს.

„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აღკვეთა დაჯგუფების საქმიანობა, რომელიც მოსკოვისა და ინგუშეთის ტერიტორიაზე ტერორისტული და ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულების ჩადენისთვის იქნა შექმნილი“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.

დაჯგუფების ხუთი წევრი უკვე დაკავებულია. ადგილზე, სადაც ისინი თავს აფარებდნენ და ასევე სპეციალურად აღჭურვილ სამალავში ნაპოვნი იქნა არსენალი — ხუთი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ცალი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა თითოეული 10 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერებით და სხვა.

ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავი ორგანოების პირად შემადგენლობაში დანაკარგი არ არის. დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ყველა ახალი ამბავი
0