00:40 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს შენობა

სენატორმა ავსტრალიური ოჯახების სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ უბადრუკი უწოდა

© Sputnik/ Владимир Федоренко
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
1201

თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს კომიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ შეაფასა, როგორც ფსიქოლოგიური ომის ელემენტი.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში MH17 რეისის  აღმოსავლეთ უკრაინაში კატასტროფასთან დაკავშირებით იურიდიულად უბადრუკია და პერსპექტივა არა აქვს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ფედერალური სათათბიროს თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრანც კლინცევიჩმა.  

ავსტრალიურმა იურიდიულმა ფირმამ ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის Boeing-777–ის კატასტროფის ხუთი მსხვერპლის სახელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თვითმფრინავი უკრაინის დონეცკის ოლქში 2014 წლის ივლისში ჩამოვარდა. დაიღუპა 198 ადამიანი.

„არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ რუსეთს დონბასში Boeing-777–ის ჩამოვარდნაში ხელი ურევია. სარჩელი იურიდიულად უბადრუკია და არანაირი პერსპექტივა არა აქვს“, – განაცხადა კლინცევიჩმა.

ის მხოლოდ ხელს უშლის კატასტროფის ვითარების ობიეექტურ გამოძიებას. რუსეთი ობიექტური გამოძიების ჩატარებით ყველაზე მეტადაა დაინტერესებული, დასძინა მან.

„ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი გვაქვს, ეს სარჩელი განვიხილოთ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ წარმოებული ფსიქოლოგიური ომის ელემენტი“, – დაასკვნა სენატორმა.

ჰოლანდიის უშიშროების საბჭომ 2015 წლის 13 ოქტომბერს ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმად, ავიალაინერის ჩამოვარდნა მარცხენა ბორტთან საბრძოლო ნაწილის აფეთქებამ გამოიწვია.

მთავარი თემები