რუსეთს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გაეროს სისტემის შეფასება სურს

© photo: Sputnikგაერო
გაერო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი, რომელსაც მხარს უჭერს რიგი სახელმწიფოებისა, ადამიანის უფლებების დაცვის არსებული უნივერსალური სისტემის ღირსებებისა და ნაკლოვანებების შეფასების ინიციატივით გამოვიდა, იუწყებიან რუსული საინფორმაციო საშუალებები.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. რუსეთი გაეროს ქვეყნებს 2016 წელს მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო უნივერსალური სისტემის შეფასებას სთავაზობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰუმანიტარული თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის დირექტორმა ანატოლი ვიკტოროვმა.

„როგორც ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, მინდა შეგახსენოთ, რომ წელს გაეროში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტების იუბილე აღინიშნება და რუსეთი, მთელი რიგი სახელმწიფოების მხარდაჭერით, ამ იუბილეს ღირსეულად აღნიშვნის ინიციატივით გამოდის და ამასთან დაკავშირებით შემოაქვს წინადადება, შეფასდეს ადამიანის უფლებათა დაცვის არსებული უნივერსალური სისტემის ღირსებები და ნაკლოვანებები“, — განაცხადა მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში „მოსკოვის გაეროს საერთაშორისო მოდელის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

საუბარია გაეროში 1966 წელს მიღებულ საერთაშორისო პაქტებზე. ესენია: „საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ და „საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“.

ყველა ახალი ამბავი
0