22:47 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ხანძარი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Виталий Белоусов
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
701

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი ყველა სართულზე და სახურავზე ლოკალიზებულია, იუწყება მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი ილია დენისოვი.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ზნამენკას ქუჩაზე N19 შენობაში ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია, მოახსენა ჟურნალისტებს კვირას მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსმა  ილია დენისოვმა.

„თავდაცვის  სამინისტროს შენობაში მისამართით ზნამენკას ქუჩაზე #19,ხანძარი მთლიანად ლოკალიზებულია,“,-თქვა დენისოვმა.

მისი სიტყვებით ხანძარი ყველა სართულზე და სახურავზე  ლოკალიზებულია, შემდგომში დამწვარი კონსტრუქციის გარეცხვა მოხდება. სსს-ის თანამშრომლებმა ხანძრის მეზობელ შენობებზე და კორპუსებზე გავრცელება არ დაუშვეს.

კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ზნამენკას ქუჩაზე N19-ში მდებარე უწყების ადმინისტრაციული კორპუსის ერთ-ერთ რემონტზე მყოფ ტექნოლოგიურ სათავსოში ცეცხლი გაჩნდა. მოგვიანებით მესამე სართულიდან ცარიელი სივრცის გავლით ცეცხლი მეოთხე და მეხუთე სართულებზე შიდა გადახურვებს მოედო, მერე კი სახურავზე გადავიდა. ხანძარს სირთულის უმაღლესი დონე მიენიჭა.

მთავარი თემები