რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი 1200კვ.მეტრზე ჩამოიქცა

© photo: Sputnik / Виталий Белоусов / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი თავდაცვის სამინისტროს შენობაში
ხანძარი თავდაცვის სამინისტროს შენობაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღია ცეცხლი შენობაში ლიკვიდირებულია და მას გავლენა არ მოუხდენია სამხედრო მმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და ტექნიკურ სისტემებზე.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში მომხდარი ხანძრის  შედეგად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სახურავი 1,2 ათასი კვადრატული მეტრი მთლიანად ჩამოიქცა, იტყობინება სააგენტო РИА Новости  საგანგებო სიტუაციების სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით. 

„1,2 ათას კვადტარულ მეტრზე სახურავი ჩამოიქცა, არის საფრთხე შემდგომი ნგრევის“, — იტყობინება წყარო. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ადმინისტრაციული კორპუსის  ერთ—ერთ ტექნოლოგიულ შენობაში ზნამენკის ქუჩა N19-ში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, კვირას ხანძარი მოხდა. მოგვიანებით ხანძარი მესამე სართულიდან შიდა გადახურვებით მეოთხე და მეხუთე სართულებზე გავრცელდა და შემდეგ სახურავზე. ხანძარს სირთულის ყველაზე მაღალი დონე მიენიჭა. 

მეხანძრეები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ხანძარი 50 კვ. მეტრს მოედო

ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღია ცეცხლი შენობაში ლიკვიდირებულია. ხანძარს გავლენა არ მოუხდენია სამხედრო მმართველობის ორგანოების საქმიანობაზე და ტექნიკურ სისტემებზე. მეხანძრეები კვლავ განაგრძობენ წყლის შესხმას კორპუსებზე, იმისათვის რომ არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება სხვა შენობებზე. 

რუსეთის დედაქალაქის მერის მოადგილის პიოტრ ბირიუკოვის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობისას ერთი მეხანძრე დაშავდა. 


ყველა ახალი ამბავი
0