რუსეთში „ღორის გრიპის“ 27 ლეტალური შედეგი დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Vitali Belousov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთია 18 იანვრის სტატისტიკა, განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში. „ღორის გრიპით“ დაავადების შემთხვევები მანამდე რუსეთის რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსეთში 18 იანვრის მდგომარეობით, „ღორის გრიპისგან“ გარდაცვალების 27 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
H1N1-ის ტიპის გრიპი: სპეციალისტების რეკომენდაციები

„ღორის გრიპი“ მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი“ გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე საჰაერო-წვეთოვანი გზით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0