16:32 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
არკადი დვორკოვიჩი

დვორკოვიჩი: რუსეთს თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ დაუსახავს მიზნად

© Sputnik/ Игорь Руссак
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც თურქულმა F-16-მა სირიაში რუსული სუ-24 ჩამოაგდო. თურქეთთან მიმართებით ეკონომიკური ზომები დაწესდა, ასევე რუსეთმა თურქეთში ტურისტული ვიზიტები შეაჩერა.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის მიზანი თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ არის, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა.

„ჩვენ თურქეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ამოცანად არ გვაქვს დასახული… შემდეგი ქმედებები, რის თაობაზეც განვაცხადებთ, მთავრობის მეთაურმა სხდომებზე უკვე დააანონსა“, — განაცხადა მან ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერნვიუში.

„ჩვენ თანამიმდევრულად წავალთ ისეთი გზით, სანამ ადეკვატური რეაქცია არ იქნება, მხედველობაში მაქვს ის, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი საუბრობდა“, — დასძინა ვიცე-პრემიერმა.

რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობები კრიზისული მას შემდეგ გახდა, რაც 24 ნოემბერს თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამას ტერორისტების ხელშემწყობთა მხრიდან „ზურგში დარტყმა“ უწოდა. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და თურქეთთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების დაწესების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. 


მთავარი თემები