16:30 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია

3 საათისა და 10 წუთის განმავლობაში პუტინმა 47 კითხვას უპასუხა

© Sputnik/ Михаил Климентьев
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
401

პრესკონფერენციის მსვლელობისას, საერთო ჯამში შეკითხვები დასვა 32 -მა ჟურნალისტმა, მათ შორის 27 რუსეთის მედიის წარმომადგენელი იყო და 5 -უცხოური, 14 - მამაკაცი და 18 - ქალი.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიდი პრესკონფერენცია  წელს 3 საათი და 10 წუთი გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე სახელმწიფო მეთაურმა 47 კითხვას უპასუხა. 

 საერთო ჯამში შეკითხვები დასვა 32 —მა ჟურნალისტმა, მათ შორის 27 რუსეთის მედიის წარმომადგენელი იყო, და 5 უცხოური, 14 მამაკაცი და 18 ქალი. 

 პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, პუტინმა კიდევ რამდენიმე კითხვას უპასუხა, რომელის გარს შემოხვეულმა ჟურნალისტებმა დაუსვეს. კერძოდ გარდა კითხვებისა დონალდ ტრამპისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემნიონატის შესახებ, მას ჰკითხეს, იცნობს თუ არა თავის ორეულს. პუტინმა გაიკვირვა: „რაში მჭირდება?“ მაშინ მას ფოტო გაუწოდეს, მან დახედა, გაიღიმა და უსიტყვოდ წავიდა. 

 ყოველწლიური დიდი პრესკონფერენციების გამართვის პრაქტიკა რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2001 წელს შემოიღო. გასულ წელს პრესასთან ურთიერთობა 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე პუტინმა 53 კითხვას უპასუხა, რომელიც 38-მა ჟურნალისტმა დაუსვა, მათ შორის 30 რუსეთის მედიიდან იყო და 8  - უცხოური. 


თემაზე

პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს
პუტინი: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის მზად ვართ
პუტინი: რუსული ეკონომიკის კრიზისის პიკმა ჩაიარა

მთავარი თემები