პუტინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმოს

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი მზადაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წლის დეკემბერში, თავის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან ტერორისტების  თავდასხმის საშიშროების გამო დააწესა. თუმცა, მოგვიანებით მოსკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცედურის არსებითი ლიბერალიზაცია მოახდინა. საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის 2012 წლის 29 თებერვალს გააუქმა.

„რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ამაზე ვფიქრობთ. დიახ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, – განაცხადა პუტინმა ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოში აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ რუსეთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს., მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ. 


ყველა ახალი ამბავი
0