ხანძარი მოსკოვში შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კულტურის სახლში ლოკალიზებულია

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიხანძარი მოსკოვში
ხანძარი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ცენტრში, ნოვოსლობოდსკაიას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კულტურის სახლის შენობაში ცეცხლი გაჩნდა. 150 კვ. მ. ფართობზე გაჩენილი ხანძარი მოსკოვის დროით 09:44 საათზე ლოკალიზებულია, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ კომიტეტში.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. ხანძარი მოსკოვის ცენტრში, ნოვოსლობოდსკაიას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კულტურის სახლის შენობაში ლოკალიზებულია, განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მოსკოვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა 150 კვ. მ. ფართობი მოიცვა.

„მოსკოვის დროით 09:44 საათზე ხანძარი ლოკალიზებულია“, – განუცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ. 


ყველა ახალი ამბავი
0