მოსკოვში ევროპული და აზიური მედიის მერვე ფორუმი ჩატარდება

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკში"რასია სევოდნია"-ს ოფისი
რასია სევოდნია-ს ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფორუმში მონაწილეობას პოსტსაბჭოთა სივრცის 14 სახელმწიფოს ( მათ შორის, საქართველოს) ყველაზე მეტად ავტორიტეტული და პოპულარული მედიის ტოპ–მენეჯერები, მსხვილი ტელე– და რადიოკომპანიებისა და ინტერნეტპორტალების ხელმძღვანელები, მედიაბიზნესის ექსპერტები და ცნობილი ჟურნალისტები მიიღებენ.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მედიაინფორმაციული სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მიერ ორგანიზებული ევროპული და აზიური მედიის ფორუმი მოსკოვში 10 ნოემბერს ჩატარდება. მისი დევიზი იქნება „მდგრადი პარტნიორობა არასტაბილურ სამყაროში“. 

ფორუმში მონაწილეობას პოსტსაბჭოთა სივრცის 14 სახელმწიფოს (მათ შორის, საქართველოს) ყველაზე მეტად ავტორიტეტული და პოპულარული მედიის ტოპ–მენეჯერები, მსხვილი ტელე– და რადიოკომპანიებისა და ინტერნეტპორტალების ხელმძღვანელები, მედიაბიზნესის ექსპერტები და ცნობილი ჟურნალისტები მიიღებენ.

ფორუმის მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ მედიასა და ხელისუფლებას შორის დიალოგსა და აგრეთვე, ევრაზიული ინტეგრაციის ფარგლებში საინფორმაციო ურთიერთქმედების სტრატეგიის შემუშავებას. განხილვებს სიმწვავეს შესძენს თანამედროვე საინფორმაციო ომები, მათი შედეგები და საინფორმაციო არხებით გავრცელებული საფრთხეების საწინააღმდეგო მექანიზმის გამონახვის მცდელობა. 

 მსურველებს მედიააკრედიტაცია შეუძლიათ გაიარონ „რასია სივოდნიას“ ოფიციალურ საიტზე.   


ყველა ახალი ამბავი
0