ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით 1 ნოემბერი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიТраурные свечи
Траурные свечи - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით, ხელი მოაწერა განკარგულებას 1 ნოემბერს ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ, იტყობინება შაბათს კრემლის პრესსამსახური. 

„ 2015 წლის 31 ოქტომბერს, არაბეთის რესპუბლიკა  ეგვიპტეში საავიაციო კატასტროფის შედეგად, მრავალი ადამიანი დაიღუპა.  გამოვთქვამ რა მწუხარებას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ვადგენ: რუსეთის ფედერაციაში 2015 წლის 1 ნოემბერი გამოცხადდეს გლოვის დღედ“, — ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში. 

რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაევალა მიიღოს აუცილებელი ზომები დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად. 

მანამდე რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს  როსავიაციიდან აცნობეს, რომ ავიოკომპანია  „კოგალიმავია“-ს კუთვნილი  ლაინერი Airbus-321,  რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით  6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0