16:17 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
სირია

კრემლი: საჰაერო ოპერაციები სირიის არმიამ და მოხალისეთა რაზმებმა უნდა განახორციელონ

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
1101

„ისლამური სახელმწიფოს“, „ჯეფჰათ-ან-ნუსრისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ოპერაცია სირიის არმიამ და ქურთ მოხალისეთა რაზმებმა უნდა განახორციელონ, განაცხადა კრემლის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“, „ჯეფჰათ-ან-ნუსრისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ სირიაში სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ოპერაცია სირიის არმიამ და ქურთ მოხალისეთა რაზმებმა უნდა განახორციელონ, განაცხადა მედიასთან შეხვედრისას კრემლის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა.

 „სამხედრო-საჰაერო ოპერაციებში „ისლამური სახელმწიფოს“, „ან-ნუსრისა“ და ასობით ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ…სხვათა შორის, დღეს ინფორმაცია მივიღეთ, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე „ბოკო ჰარამის“ დაჯგუფება გამოჩნდა, რომელიც იქ ნიგერიიდან ჩავიდა… — სირიის არმია და ქურთ მოხალისეთა რაზმები  უნდა ჩაერთონ“, — განაცხადა ივანოვმა.


მთავარი თემები