მედია: „კრასნოგორსკელ მსროლელს“ შეიძლება კიდევ ექვს მკვლელობასთან ჰქონდეს კავშირი

© photo: Sputnik / МВД РФ / გადასვლა მედიაბანკში"კრასნოგორსკელი მკვლელის" მანქანა
კრასნოგორსკელი მკვლელის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლები ადრინდელ სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომლებიც გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხება და რომელთანაც შეიძლება ამირან გიორგაძე იყოს დაკავშირებული. გიორგაძემ კრასნოგორსკის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები, თავისი კომპანიონი და ადგილობრივი მცხოვრები მოკლა.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. გამოძიება ამირან გიორგაძის საქმეზე, რომელიც ოთხი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მიიჩნევს, რომ კრასნოგორსკელ ბიზნესმენს შეიძლება სხვა დანაშაულებთანაც ჰქონდეს კავშირი, იუწყება გაზეთი „იზვესტია“

გამომძიებლები ადრინდელ სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომლებიც გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხება და რომელთანაც შეიძლება ამირან გიორგაძე იყოს დაკავშირებული. კერძოდ, მოწმდება „კრასნოგორსკელი მსროლელის“ მონაწილეობა ავტოსერვისის მფლობელ იგორ შრამჩენკოს მკვლელობის, „კანონიერი ქურდის“ დავით მელქაძის („ფოთელი დათო“) მკვლელობის საქმეში, ასევე 2013 წელს ბელორუსიაში, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული კრასნოგორსკის მერის პირველი მოადგილის სერგეი პეტროვის, ქალაქის მთავარი არქიტექტორ მარგარიტა ფალკოვასა და ადგილობრივი დეპუტატის ალექსანდრ სტარჩენკოს დაღუპვის საქმეში.

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: რუსეთიდან მოთხოვნა „კრასნოგორსკელი მსროლელის“ ძებნაზე არ ყოფილა
 

რეზონანსური მკვლელობა პოდმოსკოვიეში, კრასნოგორსკში ორშაბათს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენმა ამირან გიორგაძემ პირდაპირ ადმინისტრაციის შენობაში კრასნოგორსკის ხელმძღვანელის მოადგილეს იური კარაულოვსა და ადგილობრივი ელექტროქსელების ხელმძღვანელს გიორგი კოტლიარენკოს ესროლა. სამართალდამცველებისგან მიმალვისას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, გიორგაძემ ასევე მოკლა ადგილობრივი მცხოვრები და თავისი კომპანიონი ტრისტან ზაქაიძე. სავარაუდო მკვლელის ძებნა გრძელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0