მაქსიმ შევჩენკო: კასპიის ზღვა კავკასიის პრობლემებს წყვეტს

© photo: Sputnik / Alexander Shlagin / გადასვლა მედიაბანკშიმაქსიმ შევჩენკო
მაქსიმ შევჩენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაქსიმ შევჩენკოს განცხადებით, სირიაზე სარაკეტო დარტყმები პოლიტიკურ კონტექსტში სტრატეგიული ხასიათის იყო — რუსეთმა აჩვენა, რომ კასპიის ზღვას, როგორც თავისი უშუალო სამხედრო ყოფნის ტერიტორიად განიხილავს. მაქსიმ შევჩენკო

რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში ნატოს წევრი-ქვეყნების კრიტიკის საგნად იქცა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეშფოთებას აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. ემუქრება თუ არა რუსული რაკეტები სტაბილურობას რეგიონსა და მსოფლიოში? ამის თაობაზე „სპუტნიკი“ რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის  უფლებათა საბჭოს წევრს, პოლიტიკურ მიმომხილველ მაქსიმ შევჩენკოს ესაუბრა. 

„სირიაზე სარაკეტო შეტევამ რამდენადმე შეცვალა ვითარება კავკასიის რეგიონში,  — თქვა პოლიტოლოგმა. — კასპიის ზღვის აკვატორიიდან ახლო აღმოსავლეთზე ისტორიაში პირველად მიიტანეს იერიში. პოლიტიკურ კონტექსტში ამ იერიშს სტრატეგიული ხასიათი ჰქონდა. რუსეთმა აჩვენა, რომ კასპიის ზღვას თავისი უშუალო სამხედრო ყოფნის ტერიტორიად განიხილავს“. 

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ახლა რეგიონის სახელმწიფოებს გარდაუვლად მოუწევთ ანგარიში გაუწიონ რუსეთს, რომელმაც მეზობლებს დაანახა, რაოდენ სერიოზული  მოულოდნელობები შეუძლია შესთავაზოს მათ მოსკოვმა. 

შევჩენკოს აზრით, ტერორისტების მხრიდან საპასუხო დარტყმის განხორციელების შიში არავის უნდა ჰქონდეს, ვინაიდან ახლა ტერორის ტალღისთვის სოციალური ბაზისი არ არსებობს. 

„მიმაჩნია, რომ დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში ბანდიტური იატაკქვეშეთის არავითარი საფრთხე არ არსებობს, — თქვა შევჩენკომ. — ის სრულად განადგურებულია. ყველა ტერორისტული დაჯგუფება გაცამტვერებულია, ხოლო მათი ხელმძღვანელები და საკვანძო ფიგურები — მოკლულები. 90-იანი წლებისგან განსხვავებით, არ არსებობს არანაირი სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვარი იმისათვის, რომ ქვეყნის შიგნით მდგრადი ტერორისტული აქტივობა ჩამოყალიბდეს“. 

სირია - Sputnik საქართველო
სირიის კრიზისი და დსთ-ს ქვეყნები

თუ 90-იან წლებში ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მოსახლეობა, განსაკუთრებით ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უმძიმეს სტრესს განიცდიდა, ახლა ეს სტრესი უკვე დაძლეულია. ადამიანები მნიშვნელოვნად შეერწყნენ რუსეთის ფედერაციასა და მის სტრუქტურებს“. 

„მეჩვენება, რომ სარაკეტო დარტყმები ცივ წყალს გადაასხამს მათ, ვისაც სამხრეთ კავკასიაში ომის გაჩაღება სურდათ, — ამბობს შევჩენკო. — საერთოდ რუსეთის მონაწილეობა (სირიის სამხედრო ოპერაციაში) კი არ ართულებს ან ამძიმებს, არამედ ასტაბილურებს საერთაშორისო ვითარებას. ეჭვგარეშეა, რომ შეიქმნა პოლიტიკური ძალის კიდევ ერთი პოლუსი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ყველა პრობლემისა და საკითხის მშვიდობიან დარეგულირებას“. 

ჟურნალისტის აზრით, საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო რუსეთის გაკიცხვა არ ღირს. 

„ასეთი ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, — მიაჩნია შევჩენკოს. — 1987 წლის შეთანხმებები მხოლოდ ევროპაში რაკეტების განთავსებას ეხებოდა. ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ არსებობს. რუსეთის ხომალდები ევროპის სუბკონტინენტის მიღმა იმყოფებოდნენ და ამიტომ ყველა ეს ბრალდება აბსოლუტურად ფუჭი პროპაგანდაა“. 

 


ყველა ახალი ამბავი
0