რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული ავიაკომპანიების ფრენები აიკრძალება

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშისაჰაერო სივრცე
საჰაერო სივრცე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს უკრაინის სახელმწიფო ავიახაზების განცხადების საპასუხო ის ქმედება გახდება, რომელიც 28 სექტემბრიდან რუსეთსა და უკრაინას შორის ავიაფრენებს ცალმხრივად კრძალავს, იუწყება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს („როსავიაციას“) უკრაინული ავიაკომპანიებისთვის 25 ოქტომბრიდან რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შეწყვეტის შესახებ უწყებების გაგზავნა დაავალა.

უკრაინის ხელისუფლებამ 16 სექტემბერს 25 რუსული ავიაკომპანია სანქციების სიაში შეიყვანა, რომელთაგან ორი უკვე აღარ არსებობს. სანქციების სიაში უმსხვილესი რუსული ავიაგადამზიდავები აღმოჩნდნენ, მათ შორის „აეროფლოტი“ (ყველა შვილობილ კომპანიასთან ერთად), სანირებული „ტრანსაერო“ და „სიბირი“. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ყველა მათგანს ნაწილობრივ ან მთლიანად, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტი, ფრენები და გადაზიდვები ეკრძალებათ.

 „რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის დავალების შესაბამისად, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს დაავალა, აუწყოს უკრაინის ავიაკომპანიებს, რომლებიც ასრულებენ ან გეგმავენ ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე დანიშნულების ადგილზე, რომ 25 ოქტომბრიდან რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება შეწყვეტილია“, — განაცხადეს სამინისტროში. 

 „ეს საპასუხო, სარკისებრი ზომა გახდება უკრაინის სახელმწიფო ავიასამსახურის განცხადებაზე, რომელმაც 28 სექტემბერს, ცალმხრივად, საჰაერო მიმოსვლის არსებული ნორმებისა და დებულებების დარღვევით, რიგ რუსულ ავიაგადამზიდავებს აცნობა, რომ ზამთრის პერიოდის ნავიგაციის დაწყებიდან, კონკრეტულად, 25 ოქტომბრიდან, რუსეთსა და უკრაინას შორის ავიაფრენებს კრძალავს“, — აღნიშნეს სამინისტროში.


ყველა ახალი ამბავი
0