აბაშიძემ კარასინს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დახმარების აღმოჩენაზე უარი უთხრა

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თბილისელ კოლეგებს დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა. კარასინის თქმით, ის საქართველოსთვის დახმარების თემას ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბრისას შეეხო.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა საქართველოს წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს, განაცხადა საქრათველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ სამშაბათს, 23 ივნისს. 

როგორც კარასინმა 19 ივნისს განაცხადა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თბილისელ კოლეგებს დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა. როგორც კარასინმა აღნიშნა, ის საქართველოსთვის დახმარების თემას ზურაბ აბაშიძესთან სატელეფონო საუბრისას შეეხო.  

 „ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ, კარგად გვესმის ერთმანეთის, ამიტომ საგანგებო სიტუაციებში ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, – თქვა კარასინმა. 

„საგანგებო სიტუაციის მართვის კუთხით დახმარება შემოგვთავაზეს. თუ ასეთი დახმარება საჭირო გახდებოდა, ისინი მზად იყვნენ დახმარების აღმოსაჩენად, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ დგას. ჩვენი საუბარი ამით დასრულდა და გაგრძელება აღარ მოჰყოლია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. 


ყველა ახალი ამბავი
0