„ისლამურ სახელმწიფოს“ დსთ–ში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს

© photo: Sputnik / Дмитрий Виноградов / გადასვლა მედიაბანკშისირიელი ბოევიკები
სირიელი ბოევიკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს“ ემისრები და მისი ერთგული ტერორისტული დაჯგუფებები დსთ–ის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ბანაკებსა და მომარაგების ბაზებს ქმნიან, აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დსთ–ის ანტიტერორისტულმა ცენტრმა აუცილებლად უნდა განავითაროს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ემისრები დსთ–ის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ბანაკებს ქმნიან. დაჯგუფება ღიად აცხადებს, რომ დსთ–ს ქვეყნებში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ოთხშაბათს.

„ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ უჯრედებს ქმნის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ღიად აცხადებს, რომ დსთ–ისა და ცენტრალური აზიის სივრცეზე სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია განვითარდეს დსთ–ის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, პირველ რიგში კი იმ ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან, რომელთა ტერიტორიებზეც  „ისლამური სახელმწიფოს“ ემისრები და მისი ერთგული ტერორისტული დაჯგუფებები ბანაკებსა და მომარაგების ბაზებს ქმნიან და ბოევიკებისა და იარაღის გადასროლის ახალ სქემებს ამუშავებენ“, – განაცხადა ბორტნიკოვმა დსთ–ის ანტიტერორისტული ცენტრის 15 წლის იუბილის აღსანიშნავ შეკრებაზე. 

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ფართო ექსპანსია, რამაც ირანისა და ერაყის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა, მსოფლიოს ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად იქცა. დაჯგუფებამ, რომელშიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემებით, 30 ათასი ბოევიკი შედის, დაპყრობილ ტერიტორიებზე ხალიფატი გამოაცხადა და კვლავაც ცდილობს საკუთარი სამფლობელოს გაფართოებას. 

 


ყველა ახალი ამბავი
0