”რია ნოვოსტი” ახალი ამბების მიწოდების სიჩქარეს გაზრდის

© Нази Жоржолиани"რია ნოვოსტი"
რია ნოვოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული ბაზრისთვის ახალ პროდუქტს - ”რია ნოვოსტის” მობილურ პროგრამას ”დინამიკა დნია”, საერთაშორისო მედიაჯგუფი ”როსია სეგოდნია” ПМЭФ-2015-ის ფარგლებში წარადგენს. პროგრამა რუსეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მთავარი მოვლენების შესახებ საინფორმაციო სააგენტოებზე ადრე გაავრცელებს ინფორმაციას.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსული ბაზრისთვის ახალ პროდუქტს — ”რია ნოვოსტის” მობილურ პროგრამას ”დინამიკა დნია” საერთაშორისო მედიაჯგუფი ”როსია სეგოდნია” ПМЭФ-2015-ის ფარგლებში წარადგენს. პროგრამა რუსეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მთავარი მოვლენების შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოებზე ადრე გაავრცელებს. პროგრამა საინფორმაციო სფეროს პროფესიონალებისთვის, კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებისთვის არის განკუთვნილი. ის არა მხოლოდ ყოველთვის მოვლენათა დინამიკის კურსში ყოფნის, არამედ დროულად და სხვებზე ადრე მოქმედების საშუალებასაც იძლევა.

ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე სააგენტო ოპერატიული ახალი ამბების გავრცელების სიჩქარით მყარად ლიდერობს – კატეგორიებში ”ელვა” და ”სასწრაფოდ” ”რია ნოვოსტის” ლენტაზე ახალი ამბები უფრო ადრე ჩნდება, ვიდრე მისი კონკურენტების გვერდებზე. ახალი პროგრამა ”დინამიკა დნია” ბოლო მომხმარებლამდე ახალი ამბის მიწოდების დროს საშუალოდ 10-15 წუთით შეამცირებს, რაც ყველასთვის შეუცვლელია, ვინც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს.

ПМЭФ-ის მონაწილეებს უფასო სატესტო წვდომის მიღება ”როსია სეგოდნიას” სტენდზე შეუძლიათ. პროგრამა AppStore ან Google Play-ში გადაწერისთვის არის ხელმისაწვდომი.

МИА ”როსია სეგოდნიას” შემქმნელებმა გაითვალისწინეს ”რია ნოვოსტის” პროდუქტის ”დინამიკა დნიას” გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა პლატფორმებსა (iOS და Android) და სხვა პირობებში. ახალი ამბები ქსელის სუსტი სიგნალის დროსაც განახლდება. პროგრამაში არის მოსახერხებელი საძიებო სისტემა საკვანძო სიტყვის საშუალებით და დროის ფილტრის დაყენების შესაძლებლობა.

ახალი პროგრამის ამოქმედება მკითხველამდე სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების სფეროში МИА ”როსია სეგოდნიას” ლიდერული პოზიციების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

ცნობა სააგენტოს შესახებ

МИА ”როსია სეგოდნია” საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაც არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, გაწონასწორებული და ობიექტური გაშუქება, საკვანძო მოვლენებზე სხვადასხვა მოსაზრების თაობაზე აუდიტორიის ინფორმირება. МИА ”როსია სეგოდნიას” შემადგენლობაში არიან: ”რია ნოვოსტი”, ”პრაიმი”, ”რ-სპორტი”, ”რია რეიტინგი”, ”ინოსმი”, ”რია ნედვიჟიმოსტი”. МИА ”როსია სეგოდნია” რუსული მედიის სხვა სააგენტოებს შორის ციტირების მხრივ ლიდერობს და ამჟამად თავისი ბრენდების ციტირების დონეს საზღვარგარეთის ქვეყნებში ზრდის. სააგენტო ციტირების მხრივ ასევე ლიდერობს რუსულ სოციალურ ქსელსა და ბლოგებზე.

МИА ”როსია სეგოდნია” მოიცავს: რადომაუწყებლობას, ახალი ამბების ლენტებს რუსულ, ინგლისურ, ესპანურ, არაბულ და ჩინურ ენებზე, საინფორმაციო პორტალებს ათობით ენაზე, მულტიმედიურ საერთაშორისო პრეს-ცენტრებს, ფოტოკონტენტის და ინფოგრაფიკის წარმოებას და გავრცელებას, საინფორმაციო პროდუქტებს სოციალურ ქსელებში და კონტენტის წარმოებას მობილური პროგრამებისთვის.

 


ყველა ახალი ამბავი
0