მოსკოვის ზოოპარკის სპეციალისტები თბილისელი კოლეგების დასახმარებლად გაემგზავრებიან

© photo: Sputnikთბილისის ზოოპარკი
თბილისის ზოოპარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა წვიმამ თბილისში, რომელსაც ქარიშხალი და სეტყვა ახლდა თან, 14 ივნისის ღამეს დააზიანა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა, თბილისის ზოოპარკი.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. მოსკოვის ზოოპარკის ორი სპეციალისტი თბილისელი კოლეგების დასახმარებლად ხუთშაბათს საქართველოს დედაქალაქში გაფრინდება. თბილისის ზოოპარკი წყალდიდობამ გაანადგურა. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტის” მოსკოვის ზოოპარკის პრეს-სამსახურის უფროსმა ოლგა ვაინშტოკმა განუცხადა.

თბილისში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა მდინარე ვერეს ხეობაში განთავსებული ზოოპარკი, ”მზიური”, თამაზ ელიზბარაშვილის უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, ექვსი – უგზოუკვლად დაკარგულად ითვლება. ზოოპარკი სტქიის ეპიცენტრად იქცა, მთელი ტერიტორია დანგრეულია, ზოოპარკის ბინადართა უმეტესობა ვერ გადარჩა.

 „ამდროისთვის თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები (ნგრევის) მასშტაბებს აფასებენ, ცხოველები ჯერ არ სჭირდებათ. ჩვენ მათთან ორ სპეციალისტს ვაგზავნით იმისათვის, რომ გაარკვიონ, რა სახის დახმარება დასჭირდებათ პირველ რიგში. ერთი რეპტილიების სპეციალისტია, მეორე — ამფიბიებისა“, — თქვა ვაინშტოკმა და დააზუსტა, რომ მოსკოველი სპეციალისტები თბილისში ხუთშაბათს გაფრინდებიან. 

მანამდე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ახალი ზოოპარკი ქალაქის გარეუბანში დაიდებს ბინას, ხოლო დანგრეულის ადგილზე სარეკრეაციო ზონა დაარსდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0