რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუბლის მკვეთრ ზრდას არ ელოდება

© RIA Novostiრუსული მანეთი
რუსული მანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო რუბლის საშუალო წლიურ კურსს მიმდინარე წელს ასეთ დიაპაზონში პროგნოზირებს: 50–60 რუბლი 1 აშშ დოლარის ნაცვლად.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ალექსეი მოისეევი რუბლის მკვეთრ ზრდას არ ელოდება, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„ვფიქრობ, ჩვენ უკვე შევედით იმ სიტუაციაში, როდესაც ასეთი მკვეთრი ზრდა უკვე, ალბათ, აღარ მოხდება – განაცხადა მოისეევმა ტელეარხ „რასია 24“–ის ეთერში.

 „ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორც მოველოდით  რომ რუბლი დასტაბილურდა, და როგორც ასევე ველოდით, რუბლი ბრუნდება იმ დონეებიდან, რომლებიც დაკავშირებული იყო ბევრ სპეკულაციურ აქტივობასთან. სწორედ ამიტომ მოხდა ეს და კურსის შემდეგ ცვალებადობის შესახებ წინასწარ საუბარს, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ“, – დაამატა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუბლის საშუალო წლიურ კურს მიმდინარე წელს ასეთ დიაპაზონში პროგნოზირებს: 50-60 რუბლი 1 აშშ დოლარის ნაცვლად.


ყველა ახალი ამბავი
0