იმიერბაიკალში ხანძრის ფართობი 5 ათასი ჰექტარით გაიზარდა

© RIA Novostiხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმიერბაიკალის სატყეო ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის 30 კერა 14 124 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს, მათ შორის 10 – საერთო ფართობით 5 558 ჰა – ლოკალიზებულია.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. იმიერბაიკალში ტყის ხანძრების ფართობი ერთ დღე-ღამეში 14 ათას ჰექტარამდე გაიზარდა. ამასთან, გაიზარდა ხანძრის კერათა რაოდენობაც და ოცდაათს მიაღწია. ხანძარს დაახლოებით ათასამდე ადამიანი ებრძვის, — იუწყება სააგენტო РИА Новости მხარის სახელმწიფო სატყეო სამსახურზე დაყრდნობით. 

 მანამდე გვაცნობებდნენ, რომ იმიერბაიკალის სატყეო ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის 27 კერა მოქმედებდა 9 460 ჰა ფართობზე, მათ შორის, 8 – საერთო ფართობით 6 172 ჰა – ლოკალიზებული.  

 ხანძრის გამჩაღებლის თაობაზე ინფორმაციისათვის დადგენილია ფულადი ჯილდო ათასი რუბლის ოდენობით, მისი დაკავებისთვის – 5 ათასი რუბლიდან ზემოთ – ცნობებისა და მიყენებული ზარალის მნიშვნელობის გათვალისწინებით. 

 „იმიერბაიკალის სატყეო ფონდის ტერიტორიაზე ხანძრის 30 კერა 14 124 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს, მათ შორის 10 – საერთო ფართობით 5 558 ჰა – ლოკალიზებულია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

 ხანძარი მძვინვარებს იმიერბაიკალის ათ რაიონში: აკშინსკის, ალექსანდროვო–ზავოდსკოის, ბალეისკის, ოლოვიანინსკის, პეტროვსკ–ზაბაიკალსკის, კრასნოჩიკოისკის, ულეტოვსკის, ხილოკსკის, ჩერნიშევსკისა და ჩიტის რაიონებში.   

 ხანძრის ლიკვიდაციაზე 940 ადამიანი მუშაობს, მათ შორის, 239 დესანტ–პარაშუტისტი. სამუშაოებში ჩართულია 170 ერთეული ტექნიკა. 

 ოთხშაბათს სინოპტიკოსები რეგიონში ტემპერატურის მკვეთრად მომატების თაობაზე იუწყებოდნენ, რაც კიდევ მეტად გაზრდის ხანძრის საფრთხეს.  

 ციმბირსა და იმიერბაიკალში ბუნებრივი ხანძრები მძვინვარებს, რომლებიც რამდენიმე ათეულ დასახლებულ პუნქტზეა მოდებული. ხაკასეთში ცეცხლმა თითქმის 40 დასახლებული პუნქტი მოიცვა. 5 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. რესპუბლიკის ხელისუფლების მონაცემებით, ხაკასეთში სრულად დაიწვა ან ცეცხლისგან დაზიანდა 1678 სახლი. 

ყველა ახალი ამბავი
0