რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავებს აგებენ: მესამე თაობის  თავისებურებები

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიИл-96-400Т და Ил-114
Ил-96-400Т და Ил-114 - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახლო მომავალში მესამე თაობის მართვის პუნქტს მიიღებს, რომელიც Ил-96-400М-ის ბაზაზე აიგება.
„განკითხვის დღის“ ორი ახალი თვითმფრინავის შენება ვორონეჟის ავიაქარხანაში დაიწყო პროექტ Звено-С-ის  ფარგლებში.
მართვის საჰაერო პუნქტი საშუალებას მისცემს რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალსა და შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს, უხელმძღვანელოს ყველა სახის ჯარებსა და სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს გლობალური შეიარაღებული კონფლიქტის (ატომური ომის) პირობებში — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე ყველა სახმელეთო სასარდლო პუნქტს გაანადგურებს.
Ил-96-400Т და Ил-114  - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ბირთვული ომის შემთხვევაში: რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავის აგება დაიწყეს
მსგავსი ტექნოლოგიური დონის საავიაციო კომპლექსის ყოლის უფლება მსოფლიოს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შეუძლია მისცეს თავს — აშშ-სა და რუსეთს.
ახალი რუსული საჰაერო სასარდლო პუნქტი ამერიკულისგან იმით განსხვავდება, რომ რამდენიმე „განკითხვის დღეზეა“ გათვლილი.

რა მოხდება, თუ საჰაერო სასარდლო პუნქტს ჩამოაგდებენ?

უახლესი რუსული საჰაერო სასარდლო პუნქტის აღმოჩენა და განადგურება რთულია. მაღალი ავტონომიურობა, რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე საშუალებები, მოწინააღმდეგის თანამგზავრებისა და რადარებისთვის მცირედ შემჩნევადობის ტექნოლოგიები, რადიოაქტიური გამოსხივებისგან თავდაცვა, სისწრაფე, ფრენის სიშორე და პრაქტიკული ზღვარი საჰაერო სასარდლო პუნქტს უპირატესობას ანიჭებს ყველა სხვა სახმელეთო, მიწისქვეშა თუ წყალქვეშა საკომანდო პუნქტების მიმართ.
თვითმფრინავს ჰაერში რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში შეუძლია ყოფნა საწვავით შევსების შემთხვევაში. მისი ჩამოგდება ყველაზე სახიფათოა: ასეთ ჰიპოთეტურ ვითარებაში გენშტაბის ოპერატიული ჯგუფი ვარდნის ორ-სამ წუთში მოასწრებს, მიწის პირისაგან აღგავოს ათობით მტრული სახელმწიფო.
ავღანეთის სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
თალიბები უტევენ: 100 ათასი ლტოლვილი - ეს მხოლოდ დასაწყისია
თანამედროვე ომი — ეს არც ჰოლივუდური ბოევიკია და არც დარტყმების სარკისებური გაცვლა; კონფლიქტის მხარეებს მოქნილად შეუძლიათ სცენარის შეცვლა ყველა ბრძოლაში. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო მდგომარეობას, დაგეგმვისა და კავშირის სისტემის, ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ალგორითმებს, სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის პოლიტიკურ ნებას. მესამე თაობის საჰაერო-სასარდლო პუნქტის შექმნა სერიოზულ საგარეო სამხედრო საფრთხეებზე მეტყველებს.

სასარდლო პუნქტი მესამე მსოფლიო ომითვის

რუსული ჯარები მართვის სულ უფრო სრულყოფილი, ავტომატიზებული სისტემებით, ხელოვნური ინტელექტის ელემენტებით აღიჭურვება. აქტიურად განახლდება სტრატეგიული ბირთვული ძალები. ვითარდება კოსმოსური დაზვერვისა და კავშირის საშუალებები. საჰაერო-სასარდლო პუნქტი დროის მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.
„განკითხვის დღის“ თვითმფრინავის რადიოკომპლექსი იძლევა საშუალებას, რომ ჯარებს განკარგულებები და ბრძანებულებები 6000 კმ რადიუსში გადაეცეს — სტრატეგიული ავიაციის, ბირთვული იარაღის მზიდი სუბმარინების, მოძრავი და შახტური გამშვები მექანიზმების  ეკიპაჟების ჩათვლით.
„ცირკონის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
მიმოხილვა: საზღვაო „ცირკონი“ სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით
მესამე თაობის საჰაერო-სასარდლო პუნქტები უნიკალური მახასიათებლებით, მაღალი ფუნქციონალით, სიცოცხლისუნარიანობით, ეკონომიური ენერგომოხმარებით გამოირჩევა. ბორტზე კომფორტული პირობებია შექმნილი უმაღლესი სარდლობის, გენშტაბის ოფიცერთა ოპერატიული ჯგუფის ოფიცრებისა და სპეციალური ტექნიკური ჯგუფის მრავალსაათიანი მუშაობისთვის. გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთის სასარდლო პუნქტს ჰაერში ყოფნა (საწვავის შევსებით) რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში მოუწევს.
ყველაფრის საფუძველი — ეს საიმედო მზიდია. თვითმფრინავი Ил-96-400 ( Ил-96-300-ის სატვირთო მოდიფიკაცია) ცნობილია თავისი უსაფრთხოებითა და სიმძლავრით. თანამედროვე მასალების წყალობით, მოხერხდა თვითმფრინავის მასის შემცირება და მისთვის სიმტკიცისა და ეკონომიურობის უზრუნველყოფა. Ил-96-300-ის სპეციალური მოდიფიკაციები რუსეთის პრეზიდენტის ბორტი №1-ად გამოიყენება, და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ფუნქციების შესრულებას არის მორგებული.
ПС-90А1-ს ძრავით აღჭურვილი და მაღალი ტვირთამწეობის  Ил-96-400 საიმედო ბაზაა საბორტე კომპლექსისთვის, რომელსაც საბრძოლო მართვის ყველა არსებულ და პერსპექტიულ ავტომატიზებულ სისტემებთან შეუძლია მუშაობა. სამოქალაქო ვერსიის Ил-96-400М 370 მგზავრის გადაყვანაზეა გათვლილი. რუსული ავიამრეწველობის ყველა მანქანას შორის Ил-96 ყველაზე შორს ფრენს, თუმცა სათადარიგო აეროდრომები და ინფრასტურქტურის შესაბამისი ობიექტების არსებობა რუსეთის შორეულ კუთხეებში მაინც აუცილებელია.
Су-30СМ - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
მიმოხილვა: რა არის ცნობილი მეხუთე თაობის უახლეს მსუბუქ გამანადგურებელზე
სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპეციალისტები ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის კომპიუტერულ მოდელებს  ამუშავებენ, „განკითხვის დღის“ რამდენიმე თვითმფრინავი წყნარად ელოდება თავის დროს საბაზო აეროდრომზე. დღეს მოქმედი საჰაერო-სასარდლო პუნქტი თვითმფრინავ Ил-86-ის ბაზაზეა შექმნილი და Ил-80 ჰქვია. მეორე თაობის ასეთი თვითმფრინავი სულ ოთხია.

ამერიკული ანალოგები

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებს ოთხი თანამედრო სასარდლო პუნქტი აქვთ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომლებიც Boeing 747-200-ის ბაზაზეა აგებული. ამ მანქანების გამოყენება მხოლოდ იმ პირობებში იგეგმება, თუ ბირთვული ომის შედეგად მართვის ყველა სახმელეთო სისტემა განადგურდება.
სამოქალაქო ვერსიის Boeing 747-200-ის მაქსიმალური ასაფრენი მასა 374,8 ტონაა, სიჩქარე — 895 კმ/სთ,  ფრენის სიმაღლე — 13 750 მ, ფრენის სიშორე — 10 670 კმ, ადგილების რაოდენობა — 490, ტვირთამწეობა — 113 ტონა.  
ამერიკული კომპლექსების ტექნოლოგიური შეფასება რამდენიმე მაგალითზე  შეიძლება.
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
მოსაზრება: შეეჯახებიან თუ არა თალიბები და თურქები ავღანეთში?
აშშ-ის საჰაერო-სასარდლო პუნქტი, რომელიც Boeing C-32-ის ბაზაზეა აგებული, მრავალფეროვანი ამოცანების შესრულებაზეა გათვლილი ჯარების ოპერატიული განთავსების დროსა და ასევე ასრულებს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მობილური სარდლობის (FEMA ) პუნქტის როლს.
S-32A აღჭურვილია უახლესი აპარატურით, სანავიგაციო სისტემით და კომუნიკაციის საშუალებებით. სამგზავრო კაბინა დაყოფილია რამდენიმე ნაკვეთურად. ესენია: უმაღლესი სამხედრო სარდლობის სამუშაო კაბინეტი, ოთახები თათბირების ჩასატარებლად, ოპერატიული ჯგუფის ოთახები,  კომუნიკაციის კვანძი და დასასვენებელი ოთახი.
პირველი თვითმფრინავი სიეტლის Boeing-ის ქარხანამ  1998 წლის 19 ივნისს გამოუშვა.
თვითმფრინავი E-6B Mercury  შექმნილია ტურბორეაქტიული ოთხძრავიანი Boeing 707-320-ის ბაზაზე. მისი ასაფრენი მასა 155 ტონაა, სიჩქარე — 972 კმ/სთ, ფრენის სიმაღლე — 12 000 მ.  საწვავით შევსების გარეშე 12 400 კმ-ს გაფრენა შეუძლია, საწვავით შევსების შემთხვევაში ჰაერში 72 საათის განმავლობაში შეუძლია გაჩერება. ეკიპაჟი — 14 კაცი.
აშშ-ში პირველი საჰაერო-სასარდლო პუნქტები 1965 წელს გაჩნდა. ეს სპეცსაშუალებებით აღჭურვილი КС-135А იყო, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თვითმფრინავების როლს ასრულებდა და ენდრიუსის ავიაბაზაზე (მერილენდის შტატი) იყო განლაგებული მანამ, სანამ ისინი სამმა Boeing E-4A-მა არ შეცვალა. ამასთან ასევე არსებობდა ცალკეული ვარიანტები ევროპული და წყნარი ოკეანის სამხედრო თეატრებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0