ირღვევა სულ უფრო ხშირად: ვინ და როგორ იცავს რუსეთის მოქალაქეების უფლებებს უცხოეთში

© photo: Sputnik / Nikolai Khijnyak / გადასვლა მედიაბანკშიადამიანები რუსეთის დროშის ფონზე
ადამიანები რუსეთის დროშის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის ფონდს 10 წელი შეუსრულდა.
მარია ნაუმენკო
ორგანიზაცია ყოველმხრივ დახმარებას უწევს რუსეთის მოქალაქეებს მათი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. ფონდის მხარდაჭერით 2011 წლიდან 760-ზე მეტი პროექტის განხორციელება მოხერხდა მსოფლიოს 35 ქვეყანაში.
გუშინ რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში ვიდეოკონფერენცია გაიმართა, რომელიც ფონდის ათწლიანი მუშაობის დეტალებს მიეძღვნა.
რუსეთის მოქალაქის პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
რეპატრიაცია რუსეთში: ვის და როგორ შეუძლია საცხოვრებლად გადასვლა

შედეგები ციფრებში

ამ დროისათვის ფონდის მხარდაჭერით მსოფლიოს ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში მუშაობს სამართლებრივი დახმარების ცენტრები. მისი სპეციალისტები უფასოდ ახორციელებენ იურიდიული დავების წინასწარ, სასამართლომდე განხილვას, რომლებიც თანამემამულეების უფლებების დარღვევას უკავშირდება. ცენტრების იურისტები ყოველწლიურად ათობით ათას უფასო კონსულტაციას ატარებენ. 10 წლის განმავლობაში სამართლებრივი დახმარება 85 ათასზე მეტ ადამიანსა თუ ჯგუფს გაეწია.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფონდს უნიკალურ უფლებადამცველ მექანიზმად განიხილავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ფონდმა განაგრძოს საერთაშორისო უფლებადამცველი აქტიურობა. ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდებოდა, უცხოეთში ამგვარი მუშაობის საჭიროება რომ არ ყოფილიყო, მაგრამ რუსი თანამემამულეების, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ დისკრიმინაციული კამპანიები და უსაფუძვლო პოლიტიზებული ბრალდებები კიდევ უფრო მახვილგონივრულად გაგრძელდება, და ამას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს“, — განაცხადა ვიდეოკონფერენციაზე უცხოეთში თანამემამულეებთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ ანდრეევმა.

მედიაპროექტები და მიკროგრანტები

სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
პრიმაკოვი: გვსურს განათლების მეშვეობით გავაძლიეროთ სხვა ქვეყნები
ფონდი მხარს უჭერს სპეციალური სამართლებრივი დანართებისა და რუბრიკების შექმნას რუსულენოვან ბეჭდურ და ელექტრონულ მედიასაშუალებებში. ასეთ რუბრიკებში იურისტები კონსულტაციებს უწევენ რუს თანამემამულეებს. გარდა ამისა, რუსულად ითარგმნება იმ კანონების ცალკეული ნორმები, რომლებიც თანამემამულეთა ინტერესებს ეხება. 2012 წლიდან ფონდმა 90-ზე მეტი საინფორმაციო და მედიაპროექტი განახორციელა 25 ქვეყანაში.
სულ მალე თანამემამულეებს მიეცემათ საშუალება, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მიკროგრანტები მიიღონ — 300 დოლარიდან 1000 დოლარამდე ოდენობით.
„როსსოტრუდნიშესტვოში“ შექმნილია საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების წარმომადგენლები შედიან. გუშინ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთგვარი ფინანსური ფონდის ორგანიზება გადაწყდა. ეს ფონდი მიკროგრანტების გაცემით დაკავდება, მათ შორის, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის“, — განაცხადა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი პოლკოვნიკოვმა.

თანამემამულეთა ხმები გაეროსა და ეუთოში

ხედი მოსკოვზე ბიზნეს-კომპლექს „მოსკოუ-სითიდან“  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
კონკურსი „რუსეთის ლიდერები“: როგორ მიიღებენ უცხოელები რუსეთის მოქალაქეობას
ფონდის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებში, მათ შორის, გაეროსა და ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების საბჭოების ხაზით, გამოდიან უფლებადამცველი თემატიკის საერთაშორისო კონფერენციების, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების თანაორგანიზატორებად.
„თუ გადავხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოედნებზე მიმდინარე დისკუსიებს, ვნახავთ, რომ არცერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ტარდება უფლებადამცველი პრობლემატიკის განხილვის გარეშე. და ეს განხილვები მწვავე, ხშირად კონფრონტაციული და პოლიტიზებული ხასიათისაა“, — აღნიშნა გრიგორი ლუკიანცევმა.
მისი თქმით, საერთაშორისო არენაზე კრიტიკული და კონფრონტაციული მიდგომებით უპირველესად ის სახელმწიფოები გამოირჩევიან, რომლებიც თავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთგვარ იდეალად წარმოაჩენენ. თუმცა იმავდროულად „აბსოლუტურად არ აღიარებენ ნაკლოვანებებს, რომლებიც ამ თემატიკაში არსებობს მათ საკუთარ ქვეყნებში“.
„ბოლო წლებში უცხოეთში თანამემამულეების უფლებების დარღვევის შემთხვევები მხოლოდ იზრდება. ესენია უცხოეთში პოლიტიკურად მოტივირებული დევნაც, რუსეთის მოქალაქეების დაკავებებიც, რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტების მუშაობისთვის ხელის შეშლაც. კერძოდ, ეს ეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც: ნაციონალისტების მხრიდან სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სასტიკი აგრესია, რომლებიც მხარს უჭერენ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან, მხარს უჭერენ რუსულ ენასა და რუსულ ლიტერატურას. ეს პრობლემა ასევე ძალიან დამახასიათებელია ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისთვისაც“, — აღნიშნა ლუკიანცევმა.
„ჩვენ მადლიერები ვართ ფონდისა იმისთვის, რომ ისინი ეხმარებიან და ხელს უწყობენ იმას, რომ ჩვენი თანამემამულეების ხმა უფრო მკვეთრად და ნათლად ისმოდეს საერთაშორისო უფლებადამცველ ფორუმებზე — გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსა და ეუთოს ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩარჩოებშიც“, — განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ყველა ახალი ამბავი
0