მიმოხილვა: როგორია Sea Breeze-2021-ის მთავარი შედეგი

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკში Sea Breeze
 Sea Breeze - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
გამოწერა
შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის და ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების, ავიაციისა და სახმელეთო ჯარების მრავალდღიანი სწავლება დასასრულს უახლოვდება. მასში 32 ქვეყნის 5 ათასი სამხედრო, 32 ხომალდი და 40 თვითმფრინავი მონაწილეობდა.
ოდესისკენ „მოკავშირეებთან ურთიერთქმედებისთვის“ კურსი აქვს აღებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდ USNS Yuma-ს, რომლის ბორტზეც სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფება. შავ ზღვაში ასევე შევიდა ესპანეთის ფლოტის საპატრულო ხომალდი Rayo, რომელიც ორი 25 მმ-იანი საარტილერიო დანადგარითა და ორი 12 მმ-იანი ტყვიამფრქვევითაა აღჭურვილი. თუმცა „წინააღმდეგობის მთავარმა გმირებმა“ — ბრიტანულმა ესკადრონულმა ნაღმმზიდმა Defender-მა და ჰოლანდიურმა ფრეგატმა Evertsen-მა შავი ზღვა ჯერ კიდევ 4 ივლისს დატოვეს. თანაც ისე, რომ მეორედ რუსეთის სანაპიროებს აღარ მიახლოებიან.
აშშ-ის სამხედრო ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
ამერიკული სადესანტო ხომალდი შავი ზღვისკენ დაიძრა
ოდესის პორტში მდგარი ამერიკული სარაკეტო ნაღმმზიდი Ross-ი სწავლებაში პრაქტიკულად არ მონაწილეობდა. მან თავი მხოლოდ იმით დაამახსოვრა დამკვირვებლებს, რომ 4 ივლისს მას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეწვია.
იტალიური ფრეგატი Virginio Fasan 1 ივლისიდან უინიციატივოდ დგას შავი ზღვის აკვატორიაში. მას 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ შავი ზღვის ფლოტის ძალები, სამხრეთის სამხედრო ოლქის ავიაცია და ზოგჯერ რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალებიც.  
რამდენიმე დღის განმავლობაში შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ Sea Breeze-2021-ის მთავარი აქტიურობა ლოკალიზებულია ხმელეთზე — ხერსონის ოლქში, სადაც სპეციალური ოპერაციების მრავალეროვნულმა ძალებმა „უკანონო შეიარაღებული ძალების“ ლიკვიდაციის სხვადასხვა სცენარი დაამუშავეს — სამიზნეები აშკარად დონბასი, დნესტრისპირეთი, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია.  ამაში მონაწილეობდნენ საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბატალიონი. „სპეცების“ ჯგუფები პირობითი მოწინააღმდეგის ზურგში ამერიკული კონვერტოპლან V-22 Osprey-ებით გადაჰყავდათ. დასავლელმა ინსტრუქტორებმა მათ წყალქვეშა დივერსიების გამოცდილებაც გაუზიარეს. 
Sea Breeze-2015  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რუსეთი ნატოს შავ ზღვაში წვრთნების შეჩერებისკენ მოუწოდებს: დიპმისია მიმართვას ავრცელებს

რა მოაქვს USNS Yuma-ს

Sea Breeze-2021-ის ფინალურ ეტაპზე ამერიკული სატრანსპორტო-სადესანტო ხომალდი Yuma-ს გამოჩენა შავ ზღვაში იდუმალად გამოიყურება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კატამარანი ხერსონის ოლქიდან აშშ-ის საზღვაო ქვეითების ბატალიონის ევაკუაციის მიზნით შემოვიდა, დიდი ალბათობით, მისი ტრიუმები ცარიელი არ იქნება. მანამდე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ წვრთნების საფარქვეშ ნატო გეგმავს უკრაინას კიდევ ერთხელ მიაწოდოს თანამედროვე იარაღი დონბასის ომისთვის. 
USNS Yuma-ს ტვირთამწეობა იძლევა საშუალებას, გადაიზიდოს, მაგალითად, ამერიკული Barrett-ის ფირმის 12,7 მმ M107A1 ტიპის სნაიპერული შაშხანების დიდი პარტია და საბრძოლო მასალები მათთვის. მანამდე უკრაინამ უსაფრთხო მანძილიდან დონბასში სამხედრო ოპერაციების ჩატარებისთვის 41,5 მილიონი დოლარის 3500 ბარეტი შეუკვეთა. ჩქაროსნული გემი Yuma (Spearhead class) სამხედრო გადაზიდვების სარდლობას ექვემდებარება, მისი დანიშნულებაა ჯარების, ტვირთებისა და სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა, ქვედანაყოფების მომარაგება და სამაშველო ოპერაციების ჩატარება. მისი ძირითადი მახასიათებლები ასეთია: წყალწყვა დაახლოებით 1500 ტონა, სიგრძე — 103 მეტრი, სიგანე — 28 მეტრი, ჯდომა — 3.83 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე 40 კვანძზე მეტი (დაახლოებით 80 კმ/სთ). ეკიპაჟი — 40 სამოქალაქო მეზღვაური.
ბრიტანული ნაღმმზიდის ინციდენტი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
მოსაზრება: რატომ რეაგირებს რუსეთი შავ ზღვაში პროვოკაციებზე უფრო ხისტად
ჰიპოთეტური თვალსაზრისით, არაღრმა ჯდომა გემს საშუალებას აძლევს ქერჩის სრუტის გავლით შევიდეს უკრაინის აზოვის პორტებში, მაგრამ რუსეთის ზღვა სრულიად მიუწვდომელია აშშ-ის საზღვაო ძალებისა და ნატოსთვის. მანამდე საბრძოლო გემები Defender და Evertsen პროვოკაციით შეეცადნენ შეემოწმებინათ რუსეთის ფედერაციის თავდაცვისუნარიანობა ყირიმის კონცხ ფიოლენტის მახლობლად და ქერჩის სრუტესთან. ბრიტანული გამანადგურებელი Defender 23 ივნისს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში 3 კმ-ით შევიდა. კურსი მან მას შემდეგ შეცვალა, რაც რუსულმა მხარემ ცეცხლი გახსნა. ჰოლანდიური ფრეგატი Evertsen პროვოკაციულად მოძრაობდა ყირიმის ხიდის მიმართულებით 24 ივნისს. ნეიტრალურ წყლებში ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ესკორტის აქტიურობის შედეგად გადავიდა.
იმ ფაქტის გამო, რომ ცალკეული ქვეყნები რუსეთის საზღვრების მოხაზულობას არ ეთანხმებიან, ისინი ნატოსთვის „გამჭვირვალე“ არ ხდება. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთი თავის საზღვრებსა და სუვერენიტეტს დაიცავს და მკაცრად უპასუხებს პროვოკაციებს. და პარტნიორები ალბათ არ გაწირავენ თავიანთ ჩქაროსნულ ხომალდ Yuma-ს. პენტაგონსა და ნატოში შესანიშნავად აცნობიერებენ შავი ზღვის რეგიონში რეაგირებისა და შეკავების ყველა რისკს.
HMS Defender - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
მოსაზრება: რატომ უპასუხა რუსეთმა მკაცრად ბრიტანული ნაღმმზიდის პროვოკაციას

რიტუალური ცეკვა რეალური სტრატეგიის წინააღმდეგ

Sea Breeze 2021-ის მიზანი – დაეშინებინა რუსეთი – მიღწეული არ არის. სწავლების სტრატეგიული ან თუნდაც ტაქტიკური ფასეულობა აშკარა არ არის. მანევრების ლეგენდა არც კი ითვალისწინებდა რაიმე წინააღმდეგობას პირობითი მტრის მხრიდან. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საკუთარი ინიციატივით და საკუთარი სარგებლობისთვის „თამაშობდა“, თანაც შავი ზღვის ფლოტის მთავარი სარაკეტო ხომალდები პარალელურად მისიებს ასრულებდნენ ხმელთაშუა ზღვისპირეთში.
მანამდე პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა: „ჩვენ ვამაყობთ ოპერატიული თავსებადობითა და შესაძლებლობებით, რომლებსაც წარმოაჩენს Sea Breeze-2021“. მაგრამ თუ მონაწილეთა რაოდენობასა და ხარისხს გავითვალისწინებთ, ეს უფრო სერჟანტების „უჩებკაში“ საველე მეცადინეობას ჰგავს. ხოლო ზღვაში გასვლა სირთულით საკურსო ამოცანა K-2-ის ფორმატსაც ვერ აღწევს. მაშინ სადაა უკრაინის შეიარაღებული ძალების, აშშ-ის და ნატოს ოპერატიულად თავსებადი ხომალდები?
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
მოსაზრება: ევროპა ფიქრობს, როგორ დასაჯოს რუსეთი
Sea Breeze-2021-ის გამარტივებისა და „რიტუალური ცეკვების“ ფონზე რუსეთის ფლოტმა და სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა „შემხვედრ კურსებზე“ აჩვენეს, როგორ უნდა მოეწყოს სხვადასხვა ტიპის ძალების რთული და მასშტაბური მანევრები ხმელთაშუა ზღვასა და წყნარ ოკეანეში. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წყალზედა სარაკეტო ხომალდებმა და სუბმარინებმა, შორი სარაკეტო ავიაციის თანხლებით, წარმატებით დაამუშავეს პირობითი მოწინააღმდეგის ავიამზიდების დაჯგუფების ფრთოსანი რაკეტებით განადგურების ამოცანა.  
ამერიკელები შფოთავდნენ და ჰაერში თავიანთ საუკეთესო უჩინარ გამანადგურებელ F-22 Raptor-ებს სწევდნენ, რათა რუსული თვითმფრინავებისა და ხომალდების მოქმედებებისთვის ედევნებინათ თვალყური პერლ-ჰარბორის ბაზის მახლობლად.
ანალოგიური მანევრები, რომელშიც შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდები, ჰიპერბგერითი რაკეტების მზიდი МиГ-31К-სა და შორი მანძილის ბომბდამშენი Ту-22М3-ები მონაწილეობდნენ, წარმატებით ჩატარდა ხმელთაშუა ზღვაში — ბრიტანული ავიამზიდი Queen Elizabeth-დან დაახლოებით 15 მილის დაშორებით. რუსეთმა პირველად გადაისროლა რეგიონში, სირიის ჰმეიმის ბაზაზე ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალების“ მზიდები, რითიც ნატოს სამხრეთ ფლანგის მოწყვლადობა წარმოაჩინა.
ჩინეთის ტანკები და სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
ჩინური აქცენტი სამხედრო მანევრებზე: გაფორმდება თუ არა რუსეთ–ჩინეთის სამხედრო კავშირი
რუსეთი არ ეძებს კონფლიქტებს პლანეტის მეზობლებთან, არავის ემუქრება, მაგრამ მაინც აქვს წონადი არგუმენტები კოლექტიური დასავლეთის მიერ თავს მოხვეულ „ძალის პოზიციიდან“ დიალოგში. მეზობლების არამეგობრულ ქმედებებს მოსკოვი ყოველთვის ასიმეტრიულ პასუხს გასცემს. და დასავლეთში უკვე ესმით, რომ რუსეთზე გამარჯვების სცენარი არ არსებობს. სამხედრო მუქარები რუსეთის წინააღმდეგ უპირველესად მათთვისვეა სახიფათო. შემთხვევითი არ არის, რომ ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mail-მა „სულელური გამოხდომა“ უწოდა HMS Defender-ის ქმედებებს ყირიმის სანაპიროსთან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0