მიმოხილვა: აშშ-ის არმიამ თავისი ტანკი ბრძოლისუუნაროდ მიიჩნია

© photo: Sputnik / Oksana Dzhadan / გადასვლა მედიაბანკშიამერიკული Stryker
ამერიკული  Stryker - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
არასაკმარისი ჯავშანი, ცუდი გამავლობა, უკიდურესად მძლავრი იარაღი და ჭარბი წონა − პენტაგონი იძულებულია ვადაზე ადრე ჩამოწეროს ჯავშანტრანსპორტიორ „სტრაიკერის“ ბაზაზე დამზადებული თვითმავალი საარტილერიო დანადგარები.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

ეს საბურავებიანი ტანკი ნულოვანი წლების დასაწყისში შეიმუშავეს, მაგრამ ერაყში პირველივე საბრძოლო გამოყენებისას გამოავლინა კონსტრუქციის დაუხვეწაობა.  

ქვემეხი ბორბლებზე

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
მიმოხილვა: ჩრდილოეთის ფლოტი ახალ მოიერიშე კომპლექსს ითვისებს

„სტრაიკეტის“ ჯავშანმანქანები პენტაგონმა შეიარაღებაში 2002 წელს მიიღო. ის კანადური ჯავშანტრანსპორტიორის LAV III-ის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც, თავის მხრივ, 1970 წელს შექმნილი შვეიცარიული ჯავშანტრანსპორტიორის „პირანიას“ მოდერნიზებული ვერსია იყო.

ამერიკული ჯავშანმანქანა არც ისე ძალიან განხვავდება პროტოტიპებისგან − კორპუსი და ზოგადი კონფიგურაცია არ შეცვლილა. ოდნავ გაზარდეს სიმაღლე, გააძლიერეს ჯავშანი, გააკორექტირეს ძირის პროფილი. ეკიპაჟი ორი კაცისგან შედგება, სადესანტე ნაკვეთურში ცხრა მებრძოლი ეტევა. 350 ცხენის ძალის მქონე დიზელის ძრავით „სტრაიკერი“ საათში 100 კმ სიჩქარით მოძრაობს გზატკეცილზე. საწვავი დაახლოებით 500 კილომეტრზე ჰყოფნის.

შუბლის ჯავშანი 14-მილიმეტრიანი ჯავშანმხვრეტი ჭურვისა და ასევე 155-მილიამეტრიანი ჭურვების ნამსხვრევების დარტყმას უძლებს. ბორტები და კიჩო დესანტს მხოლოდ 7,62 კალიბრის ტყვიებისგან იცავს.

პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
მოსაზრება: პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის – რას აგებს პენტაგონი ალიასკაზე

შეიარაღება სტანდარტული მოდელისაა − მსხვილკალიბრიანი 12,7 ან 7,62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი „ბრაუნინგი“. გათვალისწინებულია 40-მილიმეტრიანი ავტომატური ყუმბარმტყორცნის დაყენების შესაძლებლობაც.  შეიქმნა ჯავშანმანქანის რამდენიმე ვარიანტი: თვითმავალი 120 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნი − სადაზვერვო, საკომანდო, საინჟინრო და სანიტარული.

გარდა ამისა, არსებობს ვერსია მძიმე შეიარაღებით − 105 მილიმეტრიანი სატანკე ქვემეხით. სწორედ ამ მოდიფიკაციაზე, რომელიც მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციებზე, ბუნკერებსა და ჯავშანტექნიკაზე შეტევისთვისაა დანიშნული, გადაწყდა არის თქმა პენტაგონში. გამოვლინდა ქვემეხისა და დატენვის ავტომატის სისტემური პრობლემები.

სამხედროებმა ხარჯები დათვალეს და დაასკვნეს, რომ თვითმავალის მოდერნიზებას აზრი არ აქვს. უფრო იოლია მძიმე „სტრაიკერის“ „ჯაველინებით“ შეცვლა.

მოლოდინი არ გაამართლა

დროში აღმართის ცერემონია წყალქვეშა ნავზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
მიმოხილვა: რუსეთი სარაკეტო იარაღის უჩინარ მზიდებს ქმნის

2000-იანების დასაწყისში პენტაგონმა ორი ათასზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი შეუკვეთა, რათა ერთბაშად აღმოეფხვრა ქვეითთა გადამყვანი მობილური საშუალებების დეფიციტი. მაშინვე ჩამოყალიბდა სპეციალიზებული მექანიზებული ბრიგადები (Stryker brigade combat team, SBCT).

თითოეული ასეთი შენაერთი დაახლოებით 4,5 ათას ჯარისკაცსა და ოფიცერს ითვლის, რომელთა განკარგულებაში სამასი საბურავებიანი ჯავშანმანქანაა.

მიიჩნევა, რომ ამ ბრიგადებს აქვთ უნარი, ოპერატიულად განთავსდნენ და ეფექტურად გადაჭრან სხვადასხვა სახის საბრძოლო ამოცანები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის გადასროლას სატრანსპორტო თვითმფრინავი С-130 „ჰერკულესები“ უზრუნველყოფს.

2004 წელს პირველი შენაერთი ერაყში გაგზავნეს. „სტრაიკერ-ბრიგადების“ საბრძოლო მოქმედებებში გამოყენების ტაქტიკა ერთი წლის განმავლობაში მუშავდებოდა, იცდებოდა ახალი ჯავშანტრანსპორტიორები. სარდლობამ მაშინ ფორმირებებისა და ჯავშანმანქანის მაღალი ეფექტურობა აღნიშნა, განსაკუთრებით ქალაქში ბრძოლებისას. მაგრამ ჯარისკაცები მანქანის კონსტრუქციაში დეფექტებს უჩიოდნენ − არასაკმარის საცეცხლე სიმძლავრესა და სუსტ ჯავშანს.

ამერიკული  F–35  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
მიმოხილვა: F-35-მა საკუთარი თავი გაინადგურა

ამას მოჰყვა პენტაგონის სპეციალური კომისიის მოხსენება, რის შემდეგაც პროგრამა კინაღამ დაიხურა. გაირკვა, რომ ჯავშანმანქანა კარგი იყო მხოლოდ სწორ გზებზე, ხოლო რთული რელიეფის შემთხვევაში ქვისასა და ტალახში ეფლობოდა. ხშირად ხდებოდა საჭირო ძრავის მაღალ ბრუნვებზე გამოყენება, რის გამოც რესურსები მკვეთრად იკლებდა. კანადურ და შვეიცარიულ ანალოგებთან შედარებით, „სტრაიკერი“ მნიშვნელოვნად მძიმეც იყო.

კონსტრუქტორების კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა იყო ჯავშანი, რომელიც ეკიპაჟს მხოლოდ მცირე ცეცხლსასროლი იარაღისგან იცავდა კარგად. რეალურ ბრძოლებში კი მოწინაარმდეგე ყუმბარმტყორცნებიდან არცევდა სრო9ლას. ჭურვები იოლად ხვრეტდა კორპუსს, ამიტომ მანქანები სასწრაფოდ აღჭურვეს გისოსებიანი პანელებით.

გარდა ამისა,  სიმძიმის მაღალი ცენტრის გამო ჯავშანმანაქანები ხშირად ყირავდებოდა დაბრკოლებასთან შეჯახებისას ან ნაღმზე აფეთქებისას. ამასთან უსაფრთხოების ქამრები სათანადოდ ვერ აფიქსირებდა ადამიანებს გადაყირავებისას, რის გამოც რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა კიდეც.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მიმოხილვა: რატომ აშფოთებს პენტაგონს რუსული „ბურევესტნიკის“ შესაძლებლობები

პრობლემების შლეიფი

გადაწყდა გამოესწორებინათ ტექნიკის „საყმაწვილო სენი“. მაგალითად, კუმულიაციის საწინააღმდეგო გისოსებისა და შეკიდული ჯავშნის  დაყენება ქარხანაშივე დაიწყეს. ამის გამო გაიზარდა  მასა და მანქანების ჰაერით გადასროლა პრობლემური გახდა.

სიტუაცია დიდად ვერ შეცვალა ვერც ახალმა ელექტრონიკამ და ღამით ხედვის ხელსაწყოებმა. „სტრაიკერი“ კვლავც რჩება უამრავი გადაუჭრელი პრობლემის მქონე მანქანად. ამასთან მოდერნიზაციამ მთელი პროგრამის დამატებითი ხარჯები მოითხოვა.

ამერიკული არმიისთვის ჯარების ჯავშანტრანსპორტიორებით აღჭურვის საკითხი კარგა ხანია, აქტუალურია. პენტაგონმა რამდენიმე პროექტის რეალიზება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.

ზალპური ცეცხლის ამერიკული სისტემა  - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
მიმოხილვა: რაზე დახარჯავს პენტაგონი სერიოზულ თანხებს

მაგალითად, 2004 წელს ამერიკელმა გენერლებმა არმიის დიდი რეფორმა ჩაიფიქრეს. პროექტ Future combat systems-ის (FCS) ფარგლებში ჯავშანმანქანების და პილოტირებადი და უპილოტო ვერსიების ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ამაზე ასობით მილიარდი დოლარი დახარჯეს, გეგმავდნენ, რომ 2015 წელს ახალი ტექნიკით აღჭურვილ პირველ ბრიგადას ჩამოაყალიბებდნენ, ხოლო 2030 წლისთვის 15 ასეთ შენაერთს შექმნიდნენ. მაგრამ პროგრამა მოულოდნელად დაიხურა − ოფიციალური ფორმულირებით, თავდაცვითი სტრატეგიის ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ წამოიწყეს ქვეითთა საბრძოლო მანქანის პერსპექტიული პროექტი Ground Combat Vehicle (GCV), რომელსაც მოძველებული M2 Bradly უნდა ჩაენაცვლებინა და ამასთან უფრო მსუბუქი, მობილური და მანევრირებადი უნდა ყოფილიყო. საბოლოოს GCV ძალიან ძვირი გამოდგა სერიული წარმოებისთვის და სამუშაოები შეწყდა.

ახმა ამერიკელები კიდევ ერთი პროექტის რეალიზაციაზე მუშაობენ − Optionally Manned Fighting Vehicle (OMFV), რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და დისტანციური მართვის მუხლუხოვანი საბრძოლო მანქანის შექმნას ითვალისწინებს.

მანამდე კი პენტაგონს ქვეითების გადაყვანა და ბრძოლა ძველი М113-ითა და M2 Bradly-ით უწევთ. ამასთან „მცირეკალიბრიანი“ „სტრაიკერების“ მოდერნიზაციით არიან დაკავებული.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0