მიმოხილვა: ჩრდილოეთის ფლოტი ახალ მოიერიშე კომპლექსს ითვისებს

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2021
გამოწერა
უახლესი გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ცირკონის“ გამოცდა ფინიშს უახლოვდება – ჩრდილოეთის ფლოტის „ადმირალი გორშკოვი“ დასკვნითი სატესტო გაშვებისთვის ემზადება.

ნიკოლაი პროტოპოპოვი 

ბოლო მონაცემებით, ტესტირება ზაფხულის ბოლოს ჩატარდება, შემდეგ კი სისტემის დახვეწაზე მუშაობა წყალქვეშა ნავებზე გაგრძელდება.

პირველი მზიდი

ატომური ყინულმჭრელი „არქტიკა“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მიმოხილვა: რით უპასუხებს ჩრდილოეთის ფლოტი ნატოს საზღვაო ძალებს

დასკვნითი გამოცდების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, წლის ბოლოსთვის რაკეტა სრულად იქნება შემოწმებული. ხოლო ფედერალური კრების მიმართ აპრილის გზავნილში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რაკეტა მალე შევა შეიარაღებაში. სერიული მიწოდებები მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი.

პროექტ 22350-ის სათავო ფრეგატმა „ადმირალმა გორშკოვმა“ პირველმა ისროლა პერსპექტიული რაკეტა „ცირკონი“ სასწავლო მიზნებით. ის ფლოტის შემადგენლობაში 2018 წლის ზაფხულში მიიღეს. ბორტზე მოწინავე ელექტრონული სისტემებისა და ავტომატიზაციის მაღალი დონის გამო ამ ხომალდს „მცურავ კომპიუტერს“ უწოდებენ. ამასთან ბევრი ტექნოლოგია პირველადაა გამოყენებული.

ფრეგატების ძირითადი იარაღი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრებია“ 16 ვერტიკალურ გამშვებ დანადგარებზე. არტილერია – 130 მმ-იანი იარაღია წუთში 30 გასროლის სისწრაფითა და 23 კმ სიშორით. ცას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პოლიმენტ-რედუტი“ აკონტროლებს. წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ არის ოთხი ტორპედული აპარატი „პაკეტი-НК“. 

ამერიკული თვითმფრინავი ლვოვის აეროპორტში  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„სულ დონბასის გამო“: რას აკეთებს აშშ–ის არმია ევროპაში

სათავო ვიმპელ „ადმირალ გორშკოვს“ საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა. ეს პირველი ახალი მსხვილი წყალზედა ხომალდია სსრკ-ის დროიდან. ფრეგატი საცდელი პოლიგონი იყო სხვადასხვა პროექტებისთვის, შეიარაღების სხვადასხვა სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისა და რადიოელექტრონული აღჭურვილობისთვის. ასე რომ, გადაწყვეტილება, აღჭურვილიყო პლატფორმა „ცირკონით“, სრულიად ლოგიკურია. 

პირველი გამოცდები „გორშკოვის“ ბორტიდან 2019 წლის დეკემბერში შედგა. თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შედგა სამი გაშვება: ორი საზღვაო სამიზნეებზე და ერთი – სახმელეთოზე.

არქტიკის დასაცავად 

საზღვაო და სახმელეთო ბაზირების პრინციპულად ახალ ჰიპერბგერით კომპლექსზე მუშაობა 2010-იანებში დაიწყო, პროექტის წარმატებული რეალიზაციის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2018-ში განაცხადა.

სამხედროები არქტიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
მიმოხილვა: რუსეთი ჩრდილოეთ საზღვრებს უჩვეულო იარაღით დაიცავს

მოსალოდნელია, რომ საზღვაო ვერსია გემსაწინააღმდეგო რაკეტა „გრანიტს“ ჩაანაცვლებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო ფლოტის შეირაღებაში 1980 წლიდანაა. „ცირკონებით“ თანამედროვე და მოდერნიზებული ხომალდები აღიჭურვება, პირველ რიგში, პროექტ 22350-ის ფრეგატები, კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“, პერსპექტიული ნაღმმზიდები „ლიდერი“. გარდა ამისა, „ჰიპერბგერით“ შეიარაღდება მრავალმიზნობრივი ატომური წყალქვეშა ნავები 971, 949А და 885. პრიოტიტეტეშია ჩრდიოლოეთის ფლოტი. და ეს შემთხვევითი არ არის. 

„ცირკონს“ დიდი სიშორე აქვს და ექსპლუატაციის პროცესში აუცილებელია საკონტროლო გაშვებები და სროლები – საბრძოლო მომზადების ფარგლებში. ზომების გამო ჩრდილოეთის ფლოტის საოპერაციო ზონა და მისი პოლიგონები უფრო შესაფერისია ახალი შეიარაღების ტიპების, როგორც იტყვიან, ჭკუაზე მოსაყვანად, ვიდრე ბალტიკა ან შავი ზღვა“, – აცხადებს ჩრდილოეთის ფლოტის ექს-სარდალი ვიაჩესლავ პოპოვი.

ამასთან, არქტიკული ზონა უფრო რაკეტსაშიში მიმართულებაა რუსეთისთვის. 

პენტაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
მოსაზრება: პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის – რას აგებს პენტაგონი ალიასკაზე

„ჩრდილოეთის ფლოტი არქტიკაზე აგებს პასუხს, – განმარტავს ადმირალი. – შენაერთის გაძლიერება მარტო დღევანდელი დღის კი არა, პერსპექტივის საკითხიცაა. ტრანსპორტის ასპექტშიცა და ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფაშიც მომავალი არქტიკისაა. რაკეტა „ცირკონი“ მეტად უნივერსალური რამაა. და შეიარაღებული ძალების განვითარების გარკვეულ ეტაპზე ის წამყვანი სარაკეტო იარაღი გახდება მთლიანობაში სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის, და ასევე მძლავრი შემაკავებებლი ფაქტორი სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ინტერესების შელახვის გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

კონტროლის საშუალება 

გამოცდების პროცესში „ცირკონები“ ანადგურებდა როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სამიზნეებს 450 კილომეტრზე. სროლის გაცხადებული სიშორე ათასი კილომეტრია. ეს რაკეტას მოუხელთებელს ხდის თანამედროვე და პერსპექტიული ჩამჭერი საშუალებებისთვის. 

გასაკვირი არ არის, რომ „ცირკონზე“ მაშინვე გამოავლინეს რეაქცია დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა. პენტაგონი ყურადღებით ადევნებს თვალს თითოეულ გაშვებას და აცხადებს, რომ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ჰიპერბგერითი შეიარაღების სფეროში. ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს კომპლექსი სერიოზული საფრთხეა ავიამზიდებისთვის – აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარი შემტევი ძალისთვის.

პირველი რანგის კაპიტან მიხაილ ნენაშევის თქმით, არმიისა და ფლოტისთვის ყველა პროექტი, მათ შორის „ცირკონიც“, არის პასუხი დასავლეთის აგრესიულ სცენარზე. 

ამერიკელი საზღვაო ქვეითები ბაიდენის ინაუგურაციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
მიმოხილვა: რატომ გადაჰყავთ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩრდილოეთში

„საფრანგეთისა და აშშ-ის სამხედროების ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე აშკარად ჩანს, რომ დასავლეთის ქვეყნებისთის აუცილებელია წარმოაჩინონ რუსეთი საშიშ მტრად. უკვე დიდი ხანია შემუშავებულია სცენარი და დასავლეთის პოლიტიკური კლასი კურსს რუსეთის წინააღმდეგ აგებს. „ცირკონი“ კი 21-ე საუკუნის თავდაცვის საშუალებაა ზღვარგადასული პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში. ჩვენთვის აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება“. 

ექსპერტს მიაჩნია, რომ „ცირკონებით“ აღჭურვილი ათი წყალქვეშა ნავი და წყალზედა ხომალდი, მოიერიშე ბირთვულ და თავდაცვით შეიარაღებასთან ერთად, ჩრდილოეთის ფლოტს მისცემს შესაძლებლობას, გადაჭრას ნებისმიერი გეოპოლიტიკური ამოცანა ქვეყნის თავდაცვის კუთხით. 

აღსანიშნავია, რომ „ცირკონი“, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესული შეიარაღებაში, უკვე ახდენს გავლენას პოლიტიკაზე. როგორც რუსეთის ელჩმა აშშ-ში ანატოლი ანტონოვმა შენიშნა, კომპლექსის წარმატებული გამოცდები რუს დიპლომატებს თავდაჯერებას მატებს ამერიკელებთან მოლაპარაკებებში შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0