მიმოხილვა: „ცირკონმა“ დასავლეთის ხომალდები რუსეთის საზღვრებიდან გასწია

© photo: Sputnik / Pavel Lvov / გადასვლა მედიაბანკშიფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“
ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ნატოს ძალისმიერ მცდელობას ზაპოლიარიესა და ჩრდილოეთ საზღვაო გზაზე რუსეთი ჰიპერბგერითი „ცირკონებით“ პასუხობს.

ასეთი არგუმენტების ასარეკლად „პარტნიორები“ ტექნოლოგიურად მზად არ არიან. მათ ისღა დაჩენიათ, ხმამაღალი განცხადებები გააკეთონ და რუსეთი დაადანაშაულონ , რომელიც სამართლიანად იცავს საკუთარ საზღვრებს და ეროვნულ ინტერესებს.

რუსეთის ფლოტის ხომალდები აღლუმის რეპეტიციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.12.2020
მიმოხილვა: რუსეთის „ცირკონიზაცია“ და 40 ახალი ხომალდი ფლოტში

პროექტ 22350-ის ფრეგატი „ადმირალი გორშკოვი“ 24 სექტემბერს გავიდა ბარენცის ზღვაში სამხედრო მომზადების ამოცანების შესასრულებლად, საზღვაო სამიზნეებზე სარაკეტო-საარტილერიო შეარაღებიდან სროლებისა და „ცირკონების“ გამოსაცდელად.

„ადმირალმა გორშკოვმა“ სარაკეტო სროლები 25-27 მარტისთვის დაგეგმა, რაც ალიანსის დიდ ინტერესს იწვევს. ამასთან აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ნატოს არ გააჩნიათ ისეთი რადიოლოკაციური სისტემები, რომლებსაც საათში 10 ათასი კმ სიჩქარით მფრენი „ცირკონების“ აღმოჩენა შეუძლიათ.

„ადმირალმა გორშკოვმა“ 25 მარტს წარმატებით ჩაატარა ოთხი ჰიპერბგერითი რაკეტით სროლები და გამოცდები დასრულდა. მაისში „ცირკონების“ სახელმწიფო გამოცდები იგეგმება, მათ შორის, ორი გაშვება ატომური წყალქვეშა ნავ „სევეროდვინსკიდან“.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
მიმოხილვა: რატომ აშფოთებს პენტაგონს რუსული „ბურევესტნიკის“ შესაძლებლობები

გამოცდების სერია 2016 წლიდან მიმდინარეობს. რუსეტის თავდაცვის სამინისტრო „ცირკონების“ შეიარაღებაში შეყვანას 2022 წლის პირველი ნახევრისთვის აპირებს, რუსეტი იძულებულია, ადეკვატურად ირეაგიროს თავის საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბაზებისა და სარაკეტო პოზიციების გაფართოვებაზე. მოსკოვი მტკიცედ აპირებს ჩრდილოეთ საზღვაო გზა გაფართოვებული „თავისუფალი ნაოსნობისა“ და აშშ-ისა და ნატოს საბრძოლო ხომალდების ზაპოლიარიეში, რუსეთის საზღვრებთან დესტრუქციული განთავსებისგან. „ცირკონი“ ჩრდილოეთის ფლოტის მხოლოდ ერთ-ერთი არგუმენტია. ეს რუსეთის არჩევანი არ არის, ის კოლექტიურმა დასავლეთმა მოახვია მას თავს.

მიზნები და საშუალებები

მოუხელთებელი და ძლიერი „ცირკონები“ აგრესორს გარდაუვალი პასუხის გაცემას ჰპირდება, ხოლო ნატო კაცობრიობის საუკეთესო ან ყველაზე დიდი ნაწილი არ არის. სამი ათეული სხვადასხვა კალიბრის სახელმწიფოს კავშირი პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ის ინტერესს წარმოადგენს და არ შეუძლია, მეზობლებს „ქცევის წესები“ უკარნახოს.

რუსული დრონი „მონადირე“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
რუსული „მონადირე“ - შედარება ამერიკულ და თურქულ დრონებთან

თანაბარუფლებიან დიალოგს დასავლელი „პარტნიორები“ ქედმაღლურად აიგნორებენ და უკანონო ექსტერიტორიული სანქციებით ოპერირებენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, 24 მარტს, განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის მხრიდან სარაკეტო საფრთხის ზრდას ხედავს და აპირებს, აღკვეთოს ის. თუმცა ჯერჯერობით საამისოდ ინსტრუმენტი არ აქვს. პენტაგონს ჰიპერბგერითი რაკეტების მიღება 2028 წლისთვის აქვს დაგეგმილი. დიდი ალბათობით, ბრიუსელსა და ვაშინგტონს იმედი აქვთ, რომ ხმამაღალი განცხადებები და არამოტივირებული ბრალდებები მეტაფიზიკურად შეაჩერებენ „ცირკონს“ და ალიანსისგან დამოუკიდებელი რუსეთის ნორმალურ, მშვიდობიან განვითარებას.

ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო აქტიურობის ზრდასთან დაკავშირებით, რუსეტის თავდაცვის უნარიანობა უახლოეს წლებში კანონზომიერად გაიზრდება. თუმცა ალიანსის სამხედრო მუქარებს მოსკოვი თავშეკავებით და ასიმეტრიულად პასუხობს. რუსეთს არ ესაჭიროება ასობით ბაზა ათობით ქვეყანაში.

„არმატა“ - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
მიმოხილვა: „არმატამ“ უცხოეთის პასპორტი მიიღო: საით გაემგზავრება ტანკი

ზღვის სული

უახლესი ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსები რუსეთის წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხოლამდების ბორტებზე ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ შესაძლებლობათა სპექტრს დაემატება და კარდინალურად შეცვლის საზღვაო ბრძოლის ტაქტიკას, ძალთა ბალანსს მსოფლიო ოკეანეში. ღია წყაროებიდან ცნობილია, რომ სერიული „ცირკონები“ ბგერის სიჩქარეზე ცხრაჯერ სწრაფად იფრენენ და 1000 კმ-ზე შორს გაანადგურებენ სამიზნეებს. რაკეტის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრია, საბრძოლო ნაწილის წონა - 300 კილოგრამი. მის გაშვებას უნივერსალური სახომალდე სასროლო კომპლექსი 3С-14 ემსახურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ცირკონებით“ აღიჭურვება კრეისერი „ადმირალი ნახიმოვი“, „ადმირალი გორშკოვის“ ტიპის ფრეგატები, პროექტ 20385-ის კორვეტები, 22350-ის წყალზედა გემები, ატომური სუბმარინები პროექტებიდან 885, 885М და 949АМ.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ტექნოლოგიური რევოლუცია: რაში სჭირდება რუსეთს რაკეტა „ბურევესტნიკი“

ჰიპერბგერითი რაკეტები მოუხელთებელია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის არსებული და პერსპექტიული სისტემებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვან გავლენას მოუახდენენ შეიარაღებული კონფლიქტების მიმდინარეობაზე. „ცირკონს“ წამებში შეუძლია გადალახოს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონა. მისი დარტყმის თავიდან აშორება შეუძლებელია. „ცირკონს“ შეუძლია ერთი დარტყმით გაანადგუროს ექვს მილიარდ გირვანქად ღირებული ორი ახალი ავიამზიდი.

„ცირკონი“ მხოლოდ თავისი არსებობით აიძულებს ნატოს სამხედრო-საზღაო ძალებს, პრინციპულად დააკორექტირონ ტაქტიკა და „დაეწივნენ“ რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.

და მაინც, „ცირკონები“ არის არა გამოწვევა, არამედ პასუხი ნატოს ანტირუსულ კურსზე.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0