პარტიული გადანაწილება საქართველოში: ოპოზიცია „გადატვირთვას“ იწყებს

© photo: Sputnikოპოზიციის აქცია 2020 წლის 8 ნოემბერს
ოპოზიციის აქცია 2020 წლის 8 ნოემბერს  - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2021
გამოწერა
საქართველოში მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე ოპოზიციურ პარტიებში განახლების პროცესები დაიწყო.

საქართველოს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ (ენმ) მომხდარი განახლების შემდეგ გადატვირთვა იწყება პარტიაში „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

„ქართული ოცნების“ ახალი წინადადება და ოპოზიციის რეაქცია: ქართული პოლიტიკის პრობლემები >>

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
მანდატების შენარჩუნება ოპოზიციისთვის – ახალი შანსი თუ კონსტიტუციის დარღვევა

„ევროპულმა საქართველომ“, რომელიც 2017 წელს შექმნეს პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ენმ დატოვეს, 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 3,79%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და პარლამენტში ხუთი დეპუტატის გაყვანა შეძლო.

იმის შესახებ, რომ პარტიას ცვლილებები სჭირდება, კულუარებში ალაპარაკდნენ შედეგების გამოქვეყნებისთანავე, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ პარტიის ბევრი წამყვანი ფიგურა, მაგალითად, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია, პარლამენტს მიღმა დარჩნენ. გუნდში პირველი ცვლილება იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერის ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლა.

ახლა კი პარტიულ ცვლილებებზე ღიად ალაპარაკდნენ.

„ევროპულ საქართველოში“ ყოველთვის არის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ისევე, როგორც სხვა პარტიებში. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, მათ შორის მაჟორიტარულ ოლქებში, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს დატოვებს დავით ბაქრაძე, შეიცვლება პოლიტიკური საბჭოც. ამასთან, კვლავ ღიად რჩება კითხვა, დარჩება თუ არა ბაქრაძე პარტიაში და ზოგადად პოლიტიკაში, ისევე, როგორც კითხვა, ვინ გაუძღვება „ევროპულ საქართველოს" და როგორ შეიცვლება იგი.

მთავარი მეტოქეების „გადატვირთვა“

სანამ „ევროპულ საქართველოში“ ცვლილებებზე მხოლოდ საუბრობენ, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მოქმედებაზე გადავიდნენ.

დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მასმედია: ბაქრაძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

თავიდან პარტიაში თავმჯდომარე შეიცვალა. ყველასთვის ცნობილი დიპლომატის გრიგოლ ვაშაძის ნაცვლად პარტიას სათავეში ახალგაზრდა ნიკა მელია ჩაუდგა.

უკვე გასულ კვირაში მელიამ წარადგინა პარტიის ახალი დევიზი „მოძრაობა, მხოლოდ მოძრაობა“ და 12 ახალი სახე. პარტიის ახალ წევრებს გამოარჩევს პარტიის დამაარსებლის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან პირდაპირი კავშირის არარსებობა, მათ მის ძველ მთავრობაში არანაირი თანამდებობა არ ეკავათ.

ასევე სიახლე გახდა პარტიის უარი კლასიკურ პრეზენტაციებზე და ფორმალობებზე. თავიდან პარტიამ ონლაინ-კენჭისყრით აირჩია ახალი თავმჯდომარე, შემდეგ კი ასევე ონლაინ წარადგინა ახალი გუნდი.

გადასვლები

არჩევნების შემდეგ ცვლილებები მოხდა არა მარტო „ევროპულ საქართველოში“ და „ნაციონალურ მოძრაობაში“.

არჩევნების შემდეგ ორი პარტია „გირჩი“ გაჩნდა. მეორე პარტია სახელწოდებით „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააარსა ძირითადი შემადგენლობიდან წასულმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც პარტიის მხარდამჭერთა ნაწილიც გაიყოლა.

დანაკარგი შეეხო ასევე პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, რომლის რიგებიც ლევან კობერიძემ დატოვა.

პოლიტიკური ფონი

ოპოზიციაში ცვლილებები ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში ჯამში 51 მანდატს ფლობს, პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებს, რადგან საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და მათ გაყალბებულს უწოდებს. ოპოზიცია გაზაფხულზე პროტესტის ახალ ტალღას აანონსებს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
მტკიცებულებები მაგიდაზე – თალაკვაძე ოპოზიციას კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია და ხელისუფლება ვერაფრით ვერ მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, რადგან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისის მიღწევა არ სურთ.

ამის პარალელურად ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილის, მათ შორის ნიკა მელიას და „ლელოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.

გარდა ამისა, სხვა ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების ლიდერების ნაწილმა ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე უარი განაცხადა, რაც ასევე შეიძლება გახდეს გამოძიების საგანი, რადგან ეს სისხლის სამართლით ისჯება.

ამასთან, პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების იდეა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრს მოკლებულია.

„მოლაპარაკება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), როგორც მოსალოდნელი იყო, მწვანე შუქი აანთო: უკვე ყველა დოკუმენტში ოფიციალურად არის ნათქვამი, რომ არჩევნები გამჭვირვალე და მეტ-ნაკლებად კონკურენტული იყო... რა აზრი აქვს აწარმოო მოლაპარაკება მეხუთე რაუნდში ადამიანებთან, რომლებსაც არჩევნები არ ადარდებს? ამ ადამიანებს უბრალოდ ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სიხარულიძემ.

ის დარწმუნებულია, რომ მარტი-აპრილში მიტინგები უმნიშვნელო იქნება, ხოლო რიგგარეშე არჩევნებზე საუბრები დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0