როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია – ექსპერტების ახალი პროგნოზები

© AP Photo / Mark Lennihanაშშ. ქუინსი. კორონავირუსის პანდმია
აშშ. ქუინსი. კორონავირუსის პანდმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკვე წელიწადზე მეტია, რაც დედამიწაზე საშიში ვირუსი ბობოქრობს – კორონავირუსის ეპიდემიამ ხალხის ცხოვრების ჩვეული რიტმი მთელ მსოფლიოში შეცვალა და ახალ რეალობასთან შეგუება აიძულა.

ყველას ერთი კითხვა აწუხებს: როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია და შევძლებთ თუ არა ჩვეულებრივ ყოფასთან დაბრუნებას – ნიღბების, თვითიზოლაციისა და შეზღუდვების გარეშე?

„Sputnik-საქართველო“, საკითხისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მკითხველს ექსპერტთა პროგნოზებს სთავაზობს.

როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია

კორონავირუსის ეპიდემია 2021 წელს არ დასრულდება – ასე ფიქრობს პრაქტიკულად ყველა ექსპერტი, თუმცა პროგნოზები პანდემიის დასრულების თარიღთან დაკავშირებით განსხვავებულია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეპიდემია 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ზოგი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ჩვენი ცხოვრების ნაწილი 2023 წლის ბოლომდეც კი იქნება, იმისდა მიუხედავად, შეიქმნება თუ არა ეფექტური ვაქცინები.

ყველაზე უიმედო პროგნოზების თანახმად, ეპიდემიასთან გამომშვიდობებას მსოფლიო მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლებს, რაც ინფექციის ტალღური მიმდინარეობის პოტენციალითაა განპირობებული.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
კორონავირუსი დაამარცხა: ამირან გამყრელიძე უკვე სამსახურშია

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კორონავირუსის ეპიდემია შესუსტდება, როდესაც პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი მას მოიხდის. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ინფიცირების შემცირებას მასობრივი ვაქცინაცია შეუწყობს ხელს.

2021 წელს, ექსპერტთა პროგნოზებით, კორონავირუსი შესუსტდება, თუმცა წლის დასაწყისიდან ვირუსის ახალი ტალღა მოსალოდნელია ქვეყნებში, სადაც შეზღუდვები და უსაფრთხოების წესები საახალწლო და საშობაო დღესასწაულებთან დაკავშირებით შერბილდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსი განსაკუთრებით აქტიურია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე.

ზაფხულისთვის, სპეციალისტების პროგნოზის თანახმად, ჩამოყალიბდება მასობრივი იმუნიტეტი, რაც კორონავირუსის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება, თუმცა შეზღუდვების ნაწილი დარჩება და უსაფრთხოების წესების დაცვაც მოგვიწევს. ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს კორონავირუსი ხელახლა შეიძლება შეხვდეთ.

საყოველთაო ვაქცინაციას რაც შეეხება, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საუკეთესო შემთხვევაში ეს პროცესი 2021 წლის ზაფხულში დაიწყება. მათი აზრით, ვაქცინის საკმარისი დოზების დამზადება საკმაოდ რთული ამოცანაა. პირველ რიგში ყველა ქვეყანაში რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებს აცრიან – ექიმებს, პენსიონერებს და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბინაზე მკურნალობის კურსს პაციენტების 68% გადის

ექსპერტების აზრით, 2021 წელს ბევრი რამ შეიცვლება – სახელმწიფოები ეტაპობრივად დაიწყებენ საზღვრების გახსნას ტურისტებისთვის, თუმცა ავიაკომპანიებმა შესაძლოა მოითხოვონ ვაქცინაციის სერტიფიკატები, ნიღბებით სიარული მთელ მსოფლიოში კი შესაძლოა სოციალურ ჩვევად იქცეს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 93,1 მილიონს გადააჭარბა, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი. პანდემიის განმავლობაში დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 50 მილიონზე მეტი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროების საფუძველზე

ყველა ახალი ამბავი
0