მიმოხილვა: რუსული იარაღი — 2020 წლის წინასწარი შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Wilf / გადასვლა მედიაბანკშიС-400 „ტრიუმფი“
С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის თავდაცვით–სამრეწველო კომპლექსმა და თავდაცვის სამინისტროს გადაიარაღების პროგრამამ წელს მაღალი სტაბილურობა გამოიჩინეს ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში, გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების ფონზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ვერ შეარყია ვერც რუსეთის სახელმწიფო პროგრამა შეიარაღების განვითარებაზე და ვერც მისი პოზიციები იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. მიწოდებები გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. უცხოელ დამკვეთებს „როსობორონექსპორტმა“ 10 მლრდ დოლარის სამხედრო დანიშნულების პროდუქცია მიაწოდა, შეინარჩუნა რა შეკვეთების დაახლოებით 50 მლრდ დოლარიანი პორტფელი. ამასთან ახალი კონტრაქტებიც გააფორმა 9 მლრდ დოლარზე.

С-400 „ტრიუმფი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ვინ აპირებს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-500-ის შეძენას

რუსეთის ფლოტი 35 სუბმარინითა და წყალზედა ხომალდებით შეივსო. მარტო ბალტიის ფლოტმა ექვსი ახალი სარაკეტო ხომალდი მიიღო. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებიდან კი — ოთხი С-400-ის სისტემის „ტრიუმფი“ და ექვსი სადივიზიო „პანცირი“.

შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების პროცესში არმიასა და ფლოტში თანამედროვე შეიარაღების დონემ 70%-ს მიაღწია, სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში — 83%-ს, საჰაერო–კოსმოსურ ძალებში — 75%-ს. მთლიანობაში 2011–2020 წლების შეიარაღების განვითარების სახელმწიფო პროგრამა პირველ სრულად რეალიზებულ პროგრამად იქცა. ახალი წლიდან ჯარები 3 400 ერთეულზე მეტ ახალ საბრძოლო ტექნიკას მიიღებენ, ხოლო 2022 წლის დასაწყისისთვის მუდმივი მზადყოფნის ნაწილების აღჭურვა უახლესი შეიარაღებით 71%-ს გადააჭარბებს.

პრობლემების წრეში

რუსეთის იარაღის ექსპორტისთვის, ანტირუსულ სანქციებთან და დასავლელი „პარტნიორების“ არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან ერთად, დიდ პრობლემად იქცა პანდემია. შევნიშნავთ, რომ, პროგნოზის თანახმად, იარაღით მსოფლიო ვაჭრობის საერთო „კოვიდური“ მაჩვენებლის დაწევა 2020 წელს 10%-ით მოიაზრებოდა. მაგრამ რუსეთმა ლიდერობა შეინარჩუნა. რუსული იარაღი შეიარაღების მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედს იკავებს — ეს მეორე ადგილია აშშ-ის შემდეგ.

საზენიტო კომპლექსი  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული საზენიტო კომპლექსი - საუკეთესო იარაღი დრონებთან ბრძოლისთვის

სამხედრო–ტექნიკული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად დახურულია, თუმცა მაინც ცნობილია, რომ რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს ЗРС С-400-ის მიწოდების მეორე ეტაპს, ეგვიპტემ 500 ტანკი Т-90МС დაუკვეთა, გაფორმებულია შეთანხმება უცხოელი დამკვეთისთვის მრავალმიზნობრივ ვერტმფრენ Ми-38Т-ს მიწოდებაზე. ინდოეთი მზად არის 2 მლრდ დოლარი დახარჯოს რუსულ გამანადგურებელ Миг-29-სა და Су-30-ებზე. მაღალი საექსპორტო პოტენციალი აქვს მეხუთე თაობის გამანადგურებელ Су-57Э-ს, მოდერნიზებულ ვერტმფრენებს Ми-28НЭ-სა და Ка-52К-ს. არანაკლები მოთხოვნაა საზენიტო–სარაკეტო კომპლექს С-300В4 Антей-4000-ზე, „არმატას“ ხაზის ჯავშანავტომობილებზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის იარაღის ექსპორტის 45%-ს ავიაცია შეადგენს. მრავალმიზნობრივი გამანადგურებლების მსოფლიო ექსპორტის მოცულობა კი 2020–2023 წლებში 110,7 მლრდ დოლარად ფასდება, საბრძოლო ვერტმფრენებისა — 65,3 მლრდ დოლარად.

მაღალი ტექნოლოგიები საბრძოლო მწყობრში

წარმავალი წელი აღსანიშნავია რუსული იარაღის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გარღვევებით. იხილეთ რამდენიმე ნათელი მაგალითი ქრონოლოგიურად.

ყარაბაღის თავდაცვის ძალების არტილერია  - Sputnik საქართველო
ყარაბაღის კონფლიქტი და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების „სირიული“ გამოცდილება

თანამედროვე უნივერსალური მზვერავ–მოიერიშე ვერტმფრენი Ка-52 „ალიგატორი“ სირიაში საომარ მოქმედებებში გამოიცადა. შეუძლია 2,8 ტონა საბრძოლო მასალის ტარება და ახლა უკვე 100 კმ სიშორის ფრთოსან რაკეტებს „ირგებს“, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ. რუსეთს საბრძოლო მწყობრში ასეთი 140 მანქანა ჰყავს.

საზენტო–სარაკეტო კომპლექსი Панцирь 2020 წელს პირველად შევიდა საბრძოლო ხომალდის გემბანზე. კომპაქტური სისტემა ოპტიმალურად ანადგურებს საჰაერო სამიზნეების ყველა სახეობას.

რუსეთის საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა ექსპლუატაციაში ჩაუშვეს პირველი უახლესი საზენიტო–სარაკეტო სისტემა С-350 Витязь. დივიზიონში 12 ასეთი დანადგარია, თითოეულ მათგანზე 12 რაკეტაა განთავსებული — სულ 1728 რაკეტა, რომლებიც მზადაა, სწრაფად და ზუსტად გაანადგურის სამიზნეები 120 კმ დაშორებით 30 კმ სიმაღლეზე. სრულდება სარაკეტო სისტემა С-500 Прометей-ს გამოცდები, რომელმაც ცდებზე რეკორდულ 553 კმ-ზე გაანადგურა სამიზნე.

რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტმა 2020 წელს, პირველად 28 წლის განმავლობაში, ერთბაშად ექვსი წყალქვეშა ნავი მიიღო, აქედან ოთხი — ატომური და ორი დიზელ–ელექტრონული. მეოთხე თაობის ათი სტრატეგიული წყალქვეშა კრეისერი რუსეთის ბირთვული ტრიადის საფუძვლად იქცევა უახლოეს ათწლეულებში და დაახლოებით 160 რაკეტა Булава-ს იტვირთავს. რუსეთი სისტემატურად ქმნის ახალ წყალქვეშა ფლოტს, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში შეუძლია.

საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400  - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: „პრომეთეოსი“ სამიზნეს 550 კმ-ზე ანადგურებს

დაიწყო მეხუთე თაობის გამანადგურებლების Су-57-ების წარმოება. უახლეს გამანადგურებელს 400 კმ-ზე შეუძლია საჰაერო და მიზისზედა სამიზნეების აღმოჩენა და ერთდროულად 62 ობიექტის გაცილება. თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილ პირველ პარტიაში 76 ასეთი გამანადგურებელია, პერსპექტივაშია Су-57-ების სამი ავიაპოლკი.

ფინალური გამოცდა ჩააბარა ახალმა კონტინენტთშორისმა ბალისტიკურმა რაკეტა „სარმატმა“, რომელსაც პლანეტის ორივე პოლუსზე ფრენა შეუძლია. ბლოკის კინეტიკურ ენერგიას ბირთვული დარტყმის მსგავსი ნგრევის გამოწვევა შეუძლია — ადგილის რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე.

ღრმაწყლოვანი აპარატი „პოსეიდონის“ გამოცდებმა დაადასტურა მისი უნიკალური მახასიათებლები და უპილოტო ნაოსნობის პრაქტიკულად შეუზღუდავი სიშორე. ამ აპარატს 1000 მ სიღრმეზე 10 ათასამდე კმ-ის გავლის უნარი აქვს 100 კვანძის (185 კმ/სთ) სიჩქარით. 24 მ სიგრძის აპარატი აღჭურვილი უნდა იყოს ჩვეულებრივი ან მეგატონური თერმობირთვული საბრძოლო მასალებით. მისი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის ავიამზიდი დაჯგუფებებისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განადგურება.

უპილოტო საფრენი აპარატი - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რუსული უპილოტო „მონადირე“ ხელოვნური ინტელექტით

რუსეთი წარმატებით ამთავრებს ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონის“ გამოცდასაც, რომელსაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ანალოგი. ოქტომბერში ჩატარებული ცდისას „ცირკონმა“ 4,5 წუთში გაანადგურა სამიზნე 450 კმ-ზე. სიჩქარემ 8 მახს გადააჭარბა, ფრენის სიმაღლე კი 28 კმ-ს აღწევდა. პროექტით რაკეტის სიჩქარის 9 მახამდე (საათში 10 789 კმ-ზე მეტი) და ფრენის სიშორის 100 კმ-ზე მეტად გაზრდაა დაგეგმილი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მიღებულია გადაწყვეტილება ჯარებისთვის განაღმვის რობოტ Уран-6-ის მიწოდების შესახებ. მრავალფუნქციური რობოტოტექნიკური კომპლექსი დანაღმულ მოედნებზე გასასვლელების გაკეთებას და მნიშვნელოვანი ტერიტორიების განაღმვას ითვალისწინებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0