ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი... ევროპის ქვეყნები  საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებენ.  თუმცა, როგორი დასვენება გამოვა, რის ფასად მიიღებენ პრივილეგიას ქართველები, ამის გარკვევას Sputnik-ი შეეცადა.

ნათია ქვარცხავა

აეროპორტის გზა არასდროს ყოფილა ასეთი დაცარიელებული. ალბათ, ბევრი სიმწრისგან ფრჩხილებს იკვნეტს და თვიდან ვერ იშორებს ფიქრებს: „ახლა აქ კი არ უნდა ვიჯდე, პორტუგალიის პლაჟზე უნდა ვსვამდე კოქტეილს!“ დამიჯერეთ, შესანიშნავად მესმის თქვენი, მეც თქვენსავით იმედგაცრუებული ვარ წლევანდელი ზაფხულით.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა ყველას გეგმები ჩაუშალა, აეროპორტში მაინც წავალ. ალბათ, გაგიკვირდებათ და გაიფიქრებთ: „როგორც ჩანს, მაზოხიზმი ზოგიერთს სიამოვნებას ანიჭებს“. მაგრამ არა, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო წავალ.

აეროპორტის გზაზე

აეროპორტის გზაზე თავს ბავშვივით ვგრძნობ, რომელსაც საყვარელი ნუგბარი უნდა მისცენ, მაგრამ ბოლო მომენტში ირკვევა, რომ ვერაფერსაც ვერ მიიღებს, ხოლო რა მიზეზით - ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. მეც ასე ვარ. თითქოს აეროპორტში მივდივარ, მაგრამ რისთვის, თუ თვითმფრინავში არ ჩავჯდები და ულამაზესი ადგილებისკენ არ გავფრინდები? კითხვა, რასაკვირველია, რიტორიკულია. 

© photo: Sputnikთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

აეროპორტთან მიახლოებისას მაშინვე ვამჩნევ, რომ ირგვლივ სიცარიელეა. თუ ადრე აქ მანქანის გაჩერება მთელი თავგადასავალი იყო (ადგილის მოძებნას ნახევარი საათი მაინც სჭირდებოდა), ახლა მძღოლმა მანქანა პრაქტიკულად სამ წუთში დააყენა.

 „აქ სიცარიელეა, თითქოს აპოკალიფსია“, - ამბობს ის.

მართლაც, ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ არის. აქა-იქ კანტიკუნტად გაიელვებს ვიღაც. სამედიცინო პირბადეს ვიკეთებ (თუმცა, შემეძლო ეს არც გამეკეთებინა, რადგან შენობაში არავინაა) და ვცდილობ სალაროში ვინმეს პოვნას, რათა ვკითხო, არიან თუ არა ისეთი გაბედული ადამიანები, რომლებსაც ბილეთის შეძენა უნდათ. 

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

დაცვის წარმომადგენელი მეუბნება, რომ არავინ არ მუშაობს, ყველა სალარო ცარიელია. გული დამწყდა, გამოდის, რომ ტყუილუბრალოდ მოვედი. აეროპორტის ცარიელი დარბაზის ჰორიზონტზე ორ გოგონას ვამჩნევ. 

© Sputnik / Natia Kvartskhavaთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

„უკაცრავად, სადმე მიფრინავთ?“ - ვეკითხები. გოგონები მიყურებენ და ირონიულად იღიმიან - რა გაფრენა, რის გაფრენა?!

„არა, აქ ვმუშაობთ, უბრალოდ ვიღაცას ველოდებით“, - ამბობს ერთი ღიმილით.

„არ გვიშვებენ"

ბოლოს ბედმა მაინც გამიღიმა და აეროპორტის გასასვლელთან, სადაც ადრე ჩამოსულ მგზავრებს ეგებებოდნენ, შევხვდი სასიამოვნო ქალბატონს, რომელიც აშკარად ვიღაცას ელოდა. ასეც აღმოჩნდა. იგი ელოდა მეუღლეს, რომელიც ისრაელიდან სახლში ბრუნდებოდა. 

© photo: Sputnik / Stringerთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

 „აეროპორტში არავის არ უშვებენ. პოლიციელები ამბობენ, რომ არ შეიძლება, რადგან იქ არიან მგზავრები, რომლებიც კარანტინში უნდა გაგზავნონ. ჩემი მეუღლე ჯერ ისრაელში იყო ორკვირიან კარანტინში, ახლა კი აქაც მოუწევს“, - ამბობს იგი.

მოგვიანებით ტელეფონზე ურეკავენ, ალბათ, მეუღლეა. ეუბნება, რომ უკვე ჩამოვიდა, მაგრამ უკანა გასასვლელიდან გაჰყავთ და მაშინვე ავტობუსში სვამენ. 

© Sputnik / Natia Kvartskhavaთბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ცარიელი აეროპორტი და ტუროპერატორები, რომლებიც ქვეყნის დატოვებას არ გირჩევენ - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

 „გამოდის, ვერ შევხვდები და ტყუილუბრალოდ ჩამოვედი“, - ამბობს ქალი სინანულით და დასძენს, რომ კიდევ ორი კვირა მოუწევს ლოდინი, ვიდრე მეუღლეს შეხვდება.

დავამშვიდე და ვუთხარი, რომ კარანტინში კარგი პირობებია და მისმა მეუღლემ იქ შეიძლება კარგადაც დაისვენოს.

 „ვმუშაობთ ენთუზიაზმზე“

ქალაქის გზაზე გადავწყვიტე შემევლო ტუროპერატორებთან, რომლებიც ბილეთებს ყიდიან. ვიცი, რომ ამით ჭრილობაზე მარილს ვაყრი, მაგრამ კითხვა მაინც ღირს.

ტურისტული კომპანიის დირექტორი ავთანდილ ჭოლოკავა სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე. კლიენტები არ არიან, თავისუფალი დროც მეტია. ჰოდა რატომაც არა?! როგორც კი დავაპირე კითხვის დასმა იმაზე, ხშირად ჯავშნიან თუ არა ქართველები ბილეთებს სადმე გამგზავრების იმედით, ოთახში ქალმა შემოიხედა. „ალბათ კლიენტია, რა კარგია!“ - გავიფიქრე.

„აქ ფოტოს აღარ იღებენ?“ - კითხულობს ქალი, დირექტორი კი უარის ნიშნად თავს აქნევს.

 „ბილეთებს ყიდულობენ ან უცხოელები, რათა სამშობლოში დაბრუნდნენ, ან ქართველები - ნათესავებისთვის, რათა ისინი საზღვარგარეთიდან დააბრუნონ, - მიყვება მშვიდად ავთანდილი. - მოგვმართავენ, რათა მათი გამომგზავრება ჩვენს ჩარტერულ რეისებს დავამთხვიოთ. ამით შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა. მაგრამ ამას გაყიდვას და მოგებას ვერ დავარქმევთ. იმდენად უმნიშვნელოა, რომ დენის გადასახადსაც არ ჰყოფნის. თუ დღეში ერთ-ორ ბილეთს გავყიდით, გვიხარია. ახლა უბრალოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ იმ იმედით, რომ ოდესმე ყველაფერი შეიცვლება“. 

დამსვენებლები საფრანგეთის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
დასვენება ზღვაზე COVID-19-თან ერთად: ჭკვიანი გაჯეტები უსაფრთხოებისათვის

დირექტორის სიტყვებით, ის დარწმუნებული იყო, რომ რეგულარული კომერციული რეისები ივლისში არ იქნებოდა დაშვებული, და ამბობს, რომ ეს არამიზანშეწონილი იქნებოდა კორონავირუსის მოსალოდნელი მეორე ტალღის გათვალისწინებით. ჩემთვის მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს, ხაზს უსვამს იგი.

„არიან ისეთებიც, ვინც ბილეთს ჯავშნის, მაგრამ ჩვენ მათ ვუხსნით, რომ არ ვიცით, შესრულდება თუ არა რეისი 1 აგვისტოს. არიან კომპანიები, რომლებიც სისტემაში სხედან და ბილეთებს ყიდიან. მაგრამ ჩვენ მოცდას ვურჩევთ“, - ამბობს ავთანდილ ჭოლოკავა.

დამეთანხმებით, უცნაურია, როდესაც ტურისტული კომპანიის დირექტორი მოქალაქეებს ურჩევს, არ დაჯავშნონ ბილეთები.

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ სადმე გაფრინდეთ?

დავუკავშირდი ტურაგენტ ეკა კარაპეტიანს იმის გასაგებად, რა პროცედურების გავლაა აუცილებელი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.

როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტისთვის, ვიდრე ავიარეისები არ განახლდება, მკაფიო და ოფიციალური მოთხოვნები ჯერ არ გამოცხადებულა.  

პასპორტი და ბეჭედი  - Sputnik საქართველო
სამწლიანი ვიზები და უფასო მკურნალობა: რას შესთავაზებს ევროპა ტურისტებს

 „გამიჭირდება იმის თქმა, რა პროცედურების გავლაა საჭირო, რა ცნობებია აუცილებელი, ვინაიდან არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, - ამბობს კარაპეტიანი.  - ყველა ქვეყანას თავისი კანონები აქვს, მაგრამ, როგორც ახლა ამბობენ, კონკრეტული წესი ქვეყანაში ჩასვლისას 14-დღიანი კარანტინის თაობაზე არ არის. ევროპა ამ მხრივ ბევრად ლოიალური და ღიაა. ამიტომ ახლა ჩვენ ველოდებით წესებს, რათა მომავალში ისინი კლიენტებს გავაცნოთ“.

ერთადერთი ოფიციალური ინფორმაცია, ოპერატორის თქმით, რომელიც ამ მომენტისთვის არსებობს, ეხება საქართველოში ჩამოსვლის მსურველებს. მათ გამოფრენამდე 72 საათით ადრე უნდა გაიკეთონ ტესტი კორონავირუსზე და წარმოადგინონ ცნობა. მსგავსი „კოვიდ-პასპორტების“ წარდგენა, ალბათ, სხვა ქვეყნებშიც იქნება საჭირო. 

მაშ ასე - ძვირფასო მოგზაურებო, მოამზადეთ  სქელი ქისები და რკინის ნერვები, თუ მაინც გსურთ გარისკოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრება. თუ არადა - დარჩით სახლში და განავითარეთ ადგილობრივი ტურიზმი. როგორც ამბობენ - Spend your summer in Georgia!

ყველა ახალი ამბავი
0