ამერიკა საკუთარი გმირების წინააღმდეგ – ვის და რატომ სურს პოლიციის გაუქმება

© photo: Sputnik / Mikhail Turgiev / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია და დემონსტრანტები ვაშინგტონში
პოლიცია და დემონსტრანტები ვაშინგტონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რასიზმისა და პოლიციური ძალადობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებმა აიძულა ამერიკელები დაფიქრებულიყვნენ – რამდენად ესაჭიროებათ წესრიგის დამცველები.

სოფია მელნიჩუკი

პოლიციური თავნებობის აღსაკვეთად სხვადასხვა მეთოდებია დასახელებული: მასშტაბური რეფორმის გატარება, პოლიციისთვის დაფინანსების შეწყვეტა და მისი საეროდ გაუქმებაც კი. რეალური არის კი ამგვარი ზომები?

რეფორმების დრო

დემოკრატებმა კონგრესში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების სასამართლო დევნას ამარტივებს. არსებითად, საუბარია იმუნიტეტის გაუქმებაზე, რომელიც პოლიციელებს სასამართლო გარჩევებისგან იცავს, თუ ისინი დაკავებისას ადამიანის უფლებებს დაარღვევენ. პოლიციელებს აქვთ უფლება, პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენონ ძალა და ცეცხლსასროლი იარაღი — ამერიკელთა 43% ხომ ასევე ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს. 

ოქროს კუბო, რომლითაც ჯორჯ ფლოიდი დაკრძალეს - Sputnik საქართველო
ჯორჯ ფლოიდი ოქროს კუბოთი დაკრძალეს: ვრცელდება კადრები ცერემონიიდან

დოკუმენტს სახელად ეწოდა „კანონი მართლმსაჯულების შესახებ — 2020“. მის თანახმად, უნდა შეიქმნას პოლიციელებზე კონტროლის ეროვნული სისტემა. კერძოდ, მათ დაავალდებულებენ, წარადგინონ ანგარიში დაკავებისას ძალის გამოყენების თითოეული შემთხვევის შესახებ. აიკრძალება მომგუდავი ილეთების გამოყენება, რის გამოც დაიღუპა კიდეც ჯორჯ ფლოიდი, დაინერგება ტრენინგები წესრიგის დამრღვევების მიმართ ტენდენციური განწყობების აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო დაფინანსებაზე საუბარიც არ იქნება.

ეს მაშინ, როცა ერთი პოლიციელის ეკიპირებაზე — ტანსაცმელზე, იარაღზე, ელექტროშოკერზე, რაციაზე, ჯავშანჟილეტზე დაახლოებით 4,5 ათასი დოლარი იხარჯება. რადარებით, კომპიუტერითა და თვალთვალის სისტემით აღჭურვილი საპოლიციო მანქანა კი 25-50 ათასი დოლარი ღირს მოდელის მიხედვით. პოლიციელის ხელფასი დაახლოებით 82 ათასი დოლარია წელიწადში, რაც ერთნახევარჯერ აღემატება საშუალო ამერიკელის წლიურ შემოსავალს. 

არ არის ფული — არ არის პრობლემა

სამართალდამცველი ორგანოებისთვის დაფინანსების შეწყვეტის მოწოდებები ჯერ კიდევ 2014 წელს გაისმა პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ მისურიში გამართულ დემონსტრაციაზე.

კარს მომდგარი ქაოსი: როგორ იყენებენ პროტესტს აშშ-ში ამერიკული პოლიტიკური ძალები - Sputnik საქართველო
კარს მომდგარი ქაოსი: როგორ იყენებენ პროტესტს აშშ-ში ამერიკული პოლიტიკური ძალები – ვიდეო

ამ რადიკალური ზომის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კონტროლი და ტრენინგები საქმეს არ შველის, ვინაიდან დახოცილთა რაოდენობა იზრდება. თუმცა სტატისტიკა აქ მაინცდამაინც ძლიერი არგუმენტი ვერ არის — თეთრკანიანი ამერიკელები უფრო ხშირად იღუპებიან წესრიგის დამცველებთან შეტაკებებში. სხვა ვერსიით, აფროამერიკელებს შორის მსხვერპლი ორჯერ მეტია. CNN-ის ინფორმაციით, ამერიკელი პოლიციელები ნებისმიერი სხვა განვითარებული ქვეყნის პოლიციელებთან შედარებით აგრესიულები არიან: 2018 წელს აშშ-ში დაახლოებით ათას ადამიანს ესროლეს, გერმანიაში — თერთმეტს, ავსტრალიაში — რვას, შვედეთში — ექვსს, ბრიტანეთში — სამს.

და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა პოლიციას ფული ჩამოერთვას და ის გაჭირვებულებს გადაეცეს — დარწმუნებულია ზოგი. მოძრაობა Black Lives Matter-ის თანადამფუძნებელ პატრის კულორსის განმარტებით, საუბარია „შავკანიან თემებში რეინვესტირებაზე, რომლებიც ბევრს არიან მოკლებული“.  ეს, კულორსის აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული პოლიციელების პასუხისგებაში მიცემა.

გარდა ამისა, ფული შეიძლება გადაეცეს სკოლებსა და საავადმყოფოებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვით არიან დაკავებული.

წესრიგი მცველების გარეშე

ზოგი კიდევ უფრო შორს მიდის და პოლიციის გაუქმებას მოითხოვს. მათ შორისაა საზოგადოებრივი ორგანიზაცია MPD150 მინეაპოლისიდან. აქტივისტების აზრით, პოლიციელები — შეიარაღებული უცნობები არიან, კრიზისულ ვითარებებში კი ფსიქოლოგებმა, სოცმუშაკებმა, ადვოკატებმა უნდა იმუშავონ. 

პროტესტი აშშ-ში - Sputnik საქართველო
ამერიკული ქრონიკები: ბავშვებს პოლიციის შიშს ასწავლიან

მათი თქმით, თუ შეჭირვებულები კარგ განათლებას მიიღებენ, ექნებათ სამუშაო, იზრუნებენ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მაშინ სამართალდამცველი ორგანოები საერთოდ არ იქნება საჭირო.

რაც შეეხება შეიარაღებულ მძარცველებს, მკვლელებსა და სხვა ბოროტგანმზრახველებს, ამის თაობაზე MPD 150-ში ამბობენ, რომ ადამიანი დანაშაულს მაშინ სჩადის, როდესაც ის საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სხვა გზით ვერ ახერხებს. 

ყოფილი ფედერალური პროკურორი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ტრეი გაუდი ამ ლოგიკას არ ეთანხმება.

„როდესაც ხედავთ ახალგაზრდას, რომელიც ქუჩაში შიშველი დარბის, ხელში კი დანა უჭირავს და თავი იესო ჰგონია, ფსიქოლოგიურ სამსახურში კი არ რეკავთ, არამედ პოლიციას მიმართავთ. ამბობთ, რომ პოლიცია უნდა დაიშალოს? მაინტერესებს, ვინ შეასრულებს მაშინ მათ სამუშაოს?!“ — კითხულობს ის.

პირველი ნაბიჯები

სამართალდამცველების გარეშე ცხოვრებაზე მინეპოლისში აქტივისტების გარდა ჩინოვნიკებიც დაფიქრდნენ.

„ჩვენ გავაუქმებთ პოლიციის განყოფილებას, კარდინალურად გადავხედავთ მიდგომას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო ზომებისადმი“, — აცხადებს ქალაქის საბჭოს წევრი ჯერემაია ელისონი.

მას მიემხრო კიდევ რამდენიმე კოლეგა, მათ შორის, ქალაქის საბჭოს თავი ლიზა ბენდერი. აი, ქალაქის მერი ჯეიკობ ფრეი კი, რომელიც ცალ მუხლზე დაჩოქილი ტიროდა ფლოიდის კუბოსთან, იდეას მხარს არ უჭერს.

პოლიციელები დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი ზომები კიდევ უფრო გააუარესებს ვითარებას.

© video: Ruptlyსამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა: ჯორჯ ფლოიდს ასობით ადამიანი გამოემშვიდობა
ამერიკა საკუთარი გმირების წინააღმდეგ – ვის და რატომ სურს პოლიციის გაუქმება - Sputnik საქართველო
სამართლიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა: ჯორჯ ფლოიდს ასობით ადამიანი გამოემშვიდობა

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რაც უფრო ძლიერია ზეწოლა პოლიციელებზე, მით უფრო ხისტად იცავენ ისინი თავსაც და ძალაუფლების გადამეტებაში დადანაშაულებულ კოლეგებსაც. პოლიციის პროფკავშირები მანამდეც აყოვნებდნენ წესრიგის დაცვის სისტემის რეფორმას და, დიდი ალბათობით, არც ახლა შეიცვლიან პოზიციას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროტესტებისას პოლიციელებიც დაშავდნენ. ნიუ-იორკში ტრავმა 292-მა სამართალდამცველმა მიიღო, ჩიკაგოში — 130-მა, ლას-ვეგასში ერთ პოლიციელს ესროლეს კიდეც და ის კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მიუხედავად მხურვალე განხილვებისა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების 50%-ზე მეტი კმაყოფილია პოლიციის მუშაობით, უკმაყოფილოების რაოდენობა მხოლოდ 16%-ს შეადგენს. ამიტომ სამოქალაქო კონსენსუსის მიღწევას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

თეთრ სახლში უკვე გააკეთეს ერთმნიშვნელოვანი განცხადება. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ პოლიცია საშუალებას აძლევს ქვეყანას, „იცხოვროს მშვიდობიანად“, ხოლო „თანამშრომლების 99% — ეს შესანიშნავი ხალხია“. ამიტომ პოლიციას არც დაფინანსება შეუმცირდება და, მით უმეტეს, არც გაუქმდება – ირწმუნება აშშ-ის პრეზიდენტი.

ყველა ახალი ამბავი
0