შეზღუდვები კორონავირუსის დროს - რატომ დაიხურა საქართველო

© photo: Irakli Garibashvili / FBსამხედროები ბლოკპოსტზე
სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე რთული საგანგებო მდგომარეობის პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც თითქმის ყველა მაღაზია დაიხურა და ღამის საათებში ქუჩაში გასვლა აიკრძალა

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა და სოციუმის სოციალურ-კულტურული თავისებურებები გახდა მკაცრი შეზღუდვების დაწესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორები, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ანგარიშში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველომ კორონავირუსი დაამარცხა: რატომ არ ეთანხმება გახარია მოსაზრებას

საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების სრული ანგარიში, სადაც საუბარია არა მხოლოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ მათ გამომწვევ მიზეზებზე.

ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 21 მარტს, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვმა 50-ს მიაღწია, ქვეყანაში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდვების ნაწილი დღემდე მოქმედებს.

საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მძიმე საგანგებო მდგომარეობის პერიოდი აღმოჩნდა, როდესაც დაიხურა თითქმის ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო და ზოომაღაზიებისა, არ შეიძლებოდა ღამით ქუჩაში გასვლა, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ავტომობილების მფლობელებისთვის კი სერიოზული შეზღუდვები დაწესდა.

რამ განაპირობა ასეთი სიმკაცრე

მთავრობის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 20,5% საპენსიო ასაკისაა, შესაბამისად, ყოველი მეხუთე ადამიანი კორონავირუსით ინფიცირების რისკ-ჯგუფში ექცევა. კიდევ ერთი ფაქტორი ქვეყნის მოქალაქეთა შორის ქრონიკული დაავადებების მაღალი მაჩვენებელი გახდა, რაც ასევე რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა – ციცაბო პიკი არ იყოს, ჩვენ გვჭირდება პლატო

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა. საქართველოში სულ 297 კლინიკაა. მათი 86% კერძოა. საწოლების რაოდენობა 17,5 ათასია.

თუ გამოირიცხება ვიწრო სპეციალიზაციის კლინიკები, ქვეყანაში რჩება 10 ათას საწოლზე ოდნავ მეტი, ხოლო სპეციალური აღჭურვილობა ინტენსიური თერაპიისთვის - დაახლოებით სამი ათასი. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების რაოდენობა 1,8 ათასს არ აღემატება. გარდა ამისა, ქვეყნის კლინიკებში სულ რაღაც 488 რეანიმატოლოგი და 256 ინფექციონისტი მუშაობს.

„სოციალური დისტანცირების ზომების გარეშე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდებოდა ერთდროულად სისტემაში 2000 ან 3000 ინფიცირებულის დღიურ ნაკადს, ისევე, როგორც ეს ვერ შეძლეს ევროპის მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა“, - ნათქვამია ანგარიშში.

მკაცრი შეზღუდვების დაწესების კიდევ ერთი ფაქტორი იყო ქართული საზოგადოების სპეციფიკა - რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრება, რაც შეუძლებელს ხდიდა ქრონიკული დაავადებების მქონე და მოხუცებულთა გამიჯვნას, ასევე იმას, რომ მოსახლეობა აუცილებელი შეზღუდვების გარეშე არ იცავდა ექიმების რეკომენდაციებს.

რა მოიტანა შეზღუდვებმა

საგანგებო მდგომარეობის დროს მრავალი შეზღუდვა დაწესდა, მაგრამ ამან თავისი დადებითი შედეგები გამოიღო, რათა კორონავირუსის გავრცელება თავიდან აგვეცილებინა.

სახმელეთო და საავიაციო კავშირის ეტაპობრივად შეზღუდვა საქართველოს დაეხმარა ქვეყანაში ინფექციის სწრაფად და მასობრივად შემოტანის თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, უზრუნველყო იმპორტირებული შემთხვევების დროულად გამოვლენა და სავალდებულო კარანტინის წყალობით ინფექციის გავრცელების შეკავება.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციურმა სწავლებამ ინფექციის საგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელების თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა და საჭირო არ გახდა აკადემიური სემესტრის გამოცხადება.

მთავრობის განმარტებით, ავტომობილების მოძრაობის აკრძალვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედებდა, უკავშირდებოდა, პირველ რიგში, ავადობის ზრდასა და აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ქართულ ტრადიციას. აკრძალვის შედეგად თავიდან იქნა აცილებული ინფიცირებულთა ზრდა და არ წარმოიქმნა ე.წ. „სააღდგომო კლასტერი“.

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებას ხელი შეუშალა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ, რის შედეგადაც ქვეყანაში არ გაჩნდა უცნობი წყაროებიდან ინფიცირების შემთხვევები და წყაროების რაოდენობა არ გაიზარდა. იგივე შედეგი მოიტანა სამზე მეტი, შემდეგ კი ათზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვამ.

როგორ იცავდნენ მოქალაქეები შეზღუდვებს

საქართველოში ყველა შეზღუდვის დაცვას 10 ათასზე მეტი პოლიციის თანამშრომელი ადევნებდა თვალს.

სულ დაჯარიმდა 8,7 ათასი ფიზიკური პირი და 21 იურიდიული პირი.

გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა

დარღვევის ტიპი დაჯარიმებულთა რაოდენობა
კომენდანტის საათის დარღვევა 4 820 ადამიანი
სოციალური დისტანციის, შეკრების შეზღუდვის დარღვევა და პირბადის გარეშე ყოფნა 1 850 ადამიანი
მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევა  1 406 ადამიანი
ავტომობილით გადაადგილება აკრძალვის პერიოდში 430 ადამიანი
კარანტინის ან იზოლაციის დარღვევა 144 ადამიანი
პირადობის მოწმობის არქონა 27 ადამიანი
მუშაობის აკრძალვის დარღვევა 21 ადამიანი
საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევა ინდმეწარმის მიერ 39 ადამიანი

წესების დარღვევისთვის საკმაოდ მაღალი ჯარიმები იყო დაწესებული - 3 ათასი ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 ათასი - იურიდიული პირებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0