სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობა: ჯულიეტო კიეზას ხსოვნას

© photo: Sputnik / Евгений Одиноков / გადასვლა მედიაბანკშიჯულიეტო კიეზა
ჯულიეტო კიეზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტისა და ფილოსოფოსის ვლადიმირ ლეპეხინის მტკიცებით, „რუსმა მკითხველმა ჯულიეტო კიეზას პიროვნების მასშტაბი მხოლოდ ახლა - მისი გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა".

ოლგა ზინოვიევა

ჯულიეტო კიეზა 80-იანი წლების დასაწყისში დაუმეგობრდა ალექსანდრ ზინოვიევს. ეს მეგობრობა ამ ადამიანების ცხოვრების შემთხვევითი ეპიზოდი არ ყოფილა. მათ აერთიანებდათ წუხილი რუსეთისა და ევროპული ცივილიზაციის ბედზე.

კიეზა იმდენად ხშირად სტუმრობდა რუსეთს, გამოდიოდა ტელევიზიითა და ადეკვატურად აღწერდა ქვეყანასა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, რომ ფაქტობრივად რუსული პოლიტიკური და ჟურნალისტური პეიზაჟის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩემთვის ჯულიეტო კიეზა - ერნესტ ჰემინგუეის ანალოგია ჟურნალისტიკაში. რასაკვირველია, საუბარი არ არის არც მის მსოფლიო აღიარებაზე და არც შემოქმედებით ნიჭზე. ანალოგიას ვხედავ, უპირველეს ყოვლისა, ამ ორი ადამიანის მსოფლმხედველობასა და ცხოვრებისეულ პოზიციებში. 

ჰემინგუეი მთელი ცხოვრება იყო აქტიური მონაწილე და მოხალისე ყველა დიდი ომისა - პირველი მსოფლიო ომის, ესპანეთში ფაშისტების წინააღმდეგ ომის, მეორე მსოფლიო ომის - იგი ყოველთვის მტკიცე ანტინაცისტურ პოზიციაზე იდგა, რაც კარგად გამოსჭვივის მის ნაწარმოებებშიც. ასეთი იყო კიეზაც, ახალგაზრდობაში კომუნისტი, რომელსაც კარგად ესმოდა და მხარს უჭერდა საბჭოთა კავშირსა და რუსეთს, და სიცოცხლის ბოლომდე ასეთად დარჩა. ყოველთვის იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის მოწინავე რიგებში.

ჯულიეტო კიეზას პოზიცია ჟურნალისტიკაში, პოლიტიკასა და ანალიტიკაში არასოდეს ყოფილა კონიუნქტურული. პირიქით, ის დინების წინააღმდეგ მიცურავდა, კერძოდ, ევროპაში მზარდი ანტიკომუნიზმისა და რუსოფობიის წინააღმდეგ; მისი პოზიცია აბსოლუტურად სამართლიანი იყო. შემთხვევით არ დაუყენებია ეჭვქვეშ, ალექსანდრ ზინოვიევთან ერთად, ფაქტებზე დაყრდნობით, ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენათა ოფიციალური ვერსია“. 

ჯულეტო კიეზა - Sputnik საქართველო
ჯულიეტო კიეზა: ევროპას ახალი პოლიტიკური ელიტა სჭირდება

ჯულიეტო კიეზა ყოველთვის იყო ანტიგლობალისტების მიმდევარი, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. 2014 წელს, როდესაც კიევში დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების ორგანიზების შემდეგ მთელი „დემოკრატიული“ ევროპა რუსეთს აუმხედრდა და მას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, იგი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ევროპელ ჟურნალისტებს შორის, რომელიც არა მარტო არ მოექცა რუსოფობიის გავლენის ქვეშ, არამედ მოსკოვს დაუჭირა მხარი. ბოლო წლებში კიეზა მოთმინებით და პროფესიონალურად უხსნიდა ევროპელ მკითხველსა და ტელემაყურებელს თანამედროვე გლობალური კაპიტალიზმის დანაშაულებრივ ხასიათს, რომელიც გამოიხატებოდა უსამართლო დამოკიდებულებაში რუსეთისადმი, როგორც ქვეყნისადმი, რომელმაც 75 წლის წინ ნაციზმი დაამარცხა, დღეს კი ნეონაციზმს უპირისპირდება.

ამასთან, იტალიელ ჟურნალისტს ვერ დააბრალებდი განსაკუთრებულ სიმპათიას კრემლისადმი ან რუსეთის თანამედროვე ელიტისადმი. პირიქით, კიეზა აკრიტიკებდა ბევრ რუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს და სამართლიანად მიიჩნევდა მათ ხელისუფლების ტრანსნაციონალური აპარატის ნაწილად. იგი ემხრობოდა იტალიელ, რუს და სხვა ერებს, რომლებიც იბრძოდნენ მაღალი კულტურისთვის, ხარისხიანი განათლებისა და რეალური დემოკრატიისთვის.

მსოფლიო ჟურნალისტიკაში ძნელად მოიძებნება ვინმე, ვინც ასეთივე მონდომებით დაუპირისპირდებოდა გაძლიერებულ ცენზურას და ჩრდილოვანი დანაშაულებრივი კლანების სწრაფვას, მსოფლიოსთვის ახალი, ციფრული წესრიგი მოეხვიათ თავს. სწორედ ამ მიზნით ჩაუდგა კიეზა სათავეში საერთაშორისო ანტიგლობალურ ასოციაცია „მეგაჩიპს“.  

2016 წელს ჯულიეტომ მადლიერებით მიიღო ჩვენი მიწვევა, გაწევრიანებულიყო ზინოვიევის კლუბის „საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ საერთაშორისო შემადგენლობაში. კიეზას სიტყვებით, მას კლუბის მუშაობაში მონაწილეობა იმან გადააწყვეტინა, რომ კლუბის მიზანს წარმოადგენდა „მსოფლიოში რუსეთის სამართლიანი იმიჯის ფორმირება“ - ასეთი მიზანი სავსებით შეესატყვისებოდა იტალიელი ინტერნაციონალი ჟურნალისტის წარმოდგენებს იმაზე, თუ რა უნდა იყოს ნებისმიერი წესიერი ადამიანის, განსაკუთრებით კი ჟურნალისტის კრედო. სამართლიანობის გამძაფრებული შეგრძნება იყო ის ღერძი, რომლის გარშემოც ჩამოყალიბდა ჯულიეტო კიეზას მსოფლმხედველობა. სწორედ ამით არის იგი ძვირფასი მათთვის, ვინც ჟურნალისტს კარგად იცნობდა და აფასებდა.

ჩვენ დღეს ვიწყებთ ამ პიროვნების მასშტაბისა და ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაცნობიერებას. ყველას ძალიან დაგვაკლდება - ჩვენი იტალიელი მეგობარი ჯულიეტო კიეზა.

ყველა ახალი ამბავი
0