მასშტაბური ომი: როგორ აღუდგება წინ კორონავირუსს რუსული არმია?

© photo : Ministry of Defence of Russia / გადასვლა მედიაბანკშიCOVID-19
COVID-19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-თან ბრძოლის რუსული მეთოდები მეტად კონკრეტულია და მაღალტექნოლოგიური, კარგად ორგანიზებული და სპეციალური ჯარების მრავალწლიან საბრძოლო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. რეგიონებში საველე ჰოსპიტლები იშლება და საჯარისო დაჯგუფებები თავსდება, ტარდება სპეციალური სწავლებები.

ალექსანდრ ხროლენკო, სმხედრო მიმომხილველი

კორონავირუსმა დასავლეთის არმიების პარალიზება გამოიწვია (ასეთია ამერიკული გამოცემა Foreign Policy–ს დასკვნა), ხაზი გადაუსვა მანევრების გეგმას, ამერიკული Defender Europe 2020–ის ჩათვლით.

რუსეთის არმია კი მაღალ ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებს და COVID-19–თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 25 მარტს საჯარისო ნაწილების მოულოდნელი შემოწმება მოეწყო, თუ რამდენად მზად იყვნენ ისინი მასობრივი ინფიცირების საფრთხისა და ვირუსული ინფექციების ლიკვიდაციისთვის. დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო ოლქების შ ვიდ პოლიგონზე სპეციალური სწავლებები ტარდება, რომლებშიც ჩართულია სამხედრო–კოსმოსური ძალები, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, საინჟინრო ჯარები და ასევე სამედიცინო უზრუნველყოფის ორგანიზაციები. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
კლინიკური კვლევები დასრულდა, შექმნილია სამი პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ

სწავლებების დროს პრაქტიკაზე მუშავდება საკარანტინო და სამკურნალო ღონისძიებების მთელი კომპლექსი, ასევე ობიექტებისა და მონიშნულ რაიონებში ადგილების დეზინფექცია.

საკარანტინო რეჟიმს სამხედრო პოლიცია და უპილოტო ავიაციის რაზმები უზრუნველყოფენ. განთავსებულია სადიაგნოსტიკო მოდულები, ეპიდემიოლოგიური დაზვერვის პუნქტები და სპეცდამუშავების სადგურები.

საინჟინრო ჯარები საფორტიფიკაციო სამუშაოებს ასრულებენ, ხოლო სპეცდანიშნულების სამედიცინო რაზმები — სამკურნალო–საევაკუაციო დავალებებს. სამედიცინო უზრუნველყოფის ქვედანაყოფები სანიტარულ–ანტიეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებს ატარებენ სამხედრო ნაწილების მუდმივი დისლოკაციის პუნქტებსა და ობიექტებზე. ორგანიზებულია საველე პირობებში ცხოვრებისა და კვების პირობები.

მანევრები დროულია, ვინაიდან რუსეთის ტერიტორიაზე კორონავირუსით ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ჩატარებულია 223 ათასზე მეტი კვლევა, COVID-19–ის ეჭვით კარანტინშია 145 ათასი მოქალაქე.

და მაინც, ჯერჯერობით სპეციალური ღონისძიებები ლოკალიზებულია შეიარაღებული ძალების პოლიგონებზე,  ხელისუფლების ორგანოებისა და ფედერაციის სუბიექტების, ტერიტორიული ორგანოებისა და სხვა სამინისტროებისა თუ უწყებების ჩაურთველად.

საბრძოლო ამოცანები

დასავლეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე ოთხ რეგიონში შექმნილმა სპეციალიზებულმა საჯარისო დაჯგუფებებმა მარში მოაწყვეს ლენინგრადის, ნიჟეგოროდის, ვორონეჟისა და კორსკის ოლქების სამხედრო პოლიგონებზე. მასში ჩართულია დაახლოებით ათასი სამხედრო და 2-00–ზე მეტი სამხედრო და სპეცტექნიკა. 

თითოეული დაჯგუფების შემადგენლობაში შედის ქიმიური (ბიოლოგიური) თავდაცვის საინჟინრო–ტექნიკური მოძრავი კომპლექსები, ტექნიკის სპეციალური დამუშავების სითბური მანქანები, საველე ლაბორატორიების კომპლექსები და სხვა ტექნიკა.

ქუჩების დეზინფექცია თეირანში - Sputnik საქართველო
მოსკოვში კორონავირუსის გამო საყოველთაო კარანტინი ცხადდება

ქიმიური დაზვერვის მანქანების მეშვეობით რეგიონებში აღებულია ჰაერის, წყლისა და გრუნტის სინჯები, რომლებიც საველე ლაბორატორიბის კომპლექსებში შემოწმდა. ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გავრცელების საზღვრებს ელექტრონულ რუკაზე დაიტანენ. ხოლო სანქტ–პეტერბურგში დასავლეთ სამხედრო ოლქის მართვის შტაბის რეგიონული ცენტრი 24 საათის განმავლობაში კრებს მონაცემებს და აანალიზებს ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებს ჯარების მოქმედების ზონაში.

ანალოგიური ღონისძიებები ტარდება ურალსა და ციმბირშიც. ეკატერინბურგის სპეციალური დანიშნულების სამედიცინო რაზმმა განგაშის რეჟიმში მოაწყო მარში სვერდლოვსკის ოლქში განთავსებულ ერთ–ერთ პოლიგონზე, სადაც სამხედრო ექიმებმა საველე ჰოსპიტალი გაშალეს თანამედროვედ აღჭურვილი მოდულ–კონტეინერებისგან. მანევრები მიმართულია მედიკოსების, სპეცტექნიკისა და აღჭურვილობის  მზადყოფნის შესამოწმებლად. საველე ჰოსპიტალს აქვს თავისი რეანიმაციული, ინტენსიური თერაპიის მოდულები და დახმარების მობილური კომპლექსები. ყველა ობიექტი აღჭურვილია ავტონომიური ენერგომამორაგების, კონდიცირების, ჰაერის გამწმენდი, წყლით მოამრაგების, გათბობისა და ბენტილაციის სისტემებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციური დაავადებების მკურნალობისას.

აღსანიშნავია, რომ COVID-19თ ინფიცირების შემთხვევა რუსეთის შეიარაღე ბულ ძალებში დაფიქსირებული არ არის.

კემეროვოსა და ნოვოსიბირსკის ოლქებში შექმნილია სამხედრო მედიკოსების, ინჟინრებისა და ქიმიკოსების ჯგუფები. სამხედროები ამუშავებენ საგანგებო მდგომარეობის ლოკალიზაციის ამოცანებს, დაკავშირებულს ინფიცირების გავრცელების საშიშროებასთან.

ორგანიზებულია მატერიალურ–ტექნიკური და საინჟინრო უზრუნველყოფის სისტემა, ქვეითი და მობილური პატრულები ინფიცირების პირობითი რაიონის პერიმეტრის დასაცავად, ფილტრაციის პუნქტების მუშაობა.  ჯგუფის შემადგენლობაში 500–ზე მეტი სამხედრო და 60–ზე მეტი ერთეული სპეცტექნიკა შედის. 

კორონავირუსის ტესტ-სისტემა - Sputnik საქართველო
რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი წარადგინეს

ძალები, სახსრები და პერსპექტივები 

პოლიგონებზე თანამედროვე სპეციალური ტექნიკა მოქმედებს. ასე მაგალითად, სვერდლოვსკის ოლქში ახალ უნიფიცირებულ სითბურ მანქანებს იყენებენ მსხვილგაბარიტიანი ობიექტების სპეცდამუშავებისთვის, მათ შორის,  სარაკეტო კომპლექს Ярс–ის გამშვები მოწყობილობისთვის.

გვერდიდან დამკვირვებელს შესაძლოა მოძველებულად ან არასრულყოფილად მოეჩვენოს თავდაცვის ომპლექსები, მაგრამ ისინი ძალიან საიმედოა, მრავალჯერადია და რადიოქატიური მტვრისგან და ბიოლოგიური საფრთხეებისგან იცავს.

სპეციალური ღონისძიებების დროს მოწმდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო შესაძლებლობები საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით აუცილებელი ძალებისა და საშუალებების მოშორებულ რაიონებში გადატანის მიზნით.

ათამდე სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ტვერის, ფსკოვის, ორენბურგისა და ულიანოვსკის ოლქებიდან სარატოვთან მდებარე ოპერატიულ აეროდრომზე გადაფრინდა.  ეკიპაჟებს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარები და ტექნიკა გადაჰყავთ დიდ მანძილებზე.  შემოწმება 28 მარტს დასრულდება. 

რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების სპეციალური სწავლებისა, რაც კორონავირუსის ფონზე კიდევ უფრო მასშტაბური და რთული გახდა, რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო აპირებს, მაისის შუა რიცხვებამდე დაასრულოს 16 მოდულური ინფექციური ცენტრის მშენებლობა ქვეყნის სხვდასხვა რეგიონებში (ამისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან  9 მლრდ რუბლია გამოყოფილი).  რა თქმა უნდა, ჯარებისთვის ეს სამედიცინო ცენტრები გადაჭარბებულია, ისინი პერსპექტივაში სამოქალაქო პირების უსაფრთხოებისთვის შენდება.

რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ძირითადი ამოცანაა, სამხედრო მოქმედებების თეატრებში  ბიოლოგიური  ვითარების დადგენა და შეფასება. ჯარების ბაზას მრავალფუნქციური ცალკეული ბრიგადები შეადგენს, რომლებსაც თავდაცვითი ღონისძიებების მთელი კომპლექსის შესრულების უნარი აქვთ.

მაგრამ რუსეთმა უფრო  მასშტაბური ომი გამოუცხადა კორონავირუსის პანდემიას და მზადაა, მეზობლებსაც დაეხმაროს. იტალიაში უკვე გაიგზავნა ასეთი დახმარება, რომელშიც შევიდა: სამხედრო ლაბორატორია, დეზინფექციის 20 მანქანა, 66 სპეციალისტი და 20 ათასი სამხედრო რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარებიდან.

ცხოვრებისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე ხომ საზვრებით არ იმიჯნება.

ყველა ახალი ამბავი
0