საქართველომ წელი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლით დაიწყო

© photo: courtesy of press-service of Ministry of Defence of Georgiaსაწარმო „დელტა"
საწარმო „დელტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის იანვარში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროებში

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,1% შეადგინა, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

რეალური ეკონომიკური ზრდა 2019 წლის დეკემბერში 3,8% იყო, იმავე წლის იანვარში კი - 3,5%.

საერთო ჯამში, შარშან საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზულ 4,5%-ს აღემატება.

2020 წლის იანვარში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, ავტომობილების შეკეთების, სასტუმრო და სარესტორნე სფეროებში.

Fitch Ratings-ის ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
Fitch: საქართველოს ეკონომიკამ გარე ფაქტორებისადმი მდგრადობა აჩვენა

ვარდნა დაფიქსირდა სამთო მომპოვებელ მრეწველობაში.

როგორ გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს

საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის პროგნოზების თანახმად, ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2020 წელს 4,4%-მდე შემცირდება.

„უფრო ნელი ზრდა, ძირითადად, ასახავს შიდა მოთხოვნილების უფრო სუსტ პერსპექტივებს ფულადი-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების გამო. მსოფლიოს სავაჭრო ბაზრებზე შენარჩუნებულმა განუსაზღვრელობამ, ამასწინანდელი შიდა პოლიტიკური არეულობის გათვალისწინებით, შეიძლება გავლენა იქონიოს ზრდის პერსპექტივებზე, განსაკუთრებით, ინვესტიციებზე“, - ფიქრობენ სააგენტოს ანალიტიკოსები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის აზრით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2020 წელს სტაბილური იქნება და 4,3%-ის ნიშნულზე დარჩება, მაგრამ ამჟამად რისკები დაბალანსებულია 2019 წლის სავარაუდოზე უფრო მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო.

როგორ მოქმედებს კორონავირუსი ქვეყნის ეკონომიკაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სიტყვებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერების გამო, ქვეყანა თვეში 30 მილიონ ლარს კარგავს.

თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ირანში გავრცელებული კორონავირუსი საქართველოს მრავალმილიონიანი ზარალით ემუქრება

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, მათ შორის, კორონავირუსისა, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს.

„ყველა გლობალური გამოწვევის მიუხედავად, იქნება ეს რეგიონული შოკები თუ თუნდაც კორონავირუსი, რომელიც ახალი გამოწვევაა, ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან ჯანსაღი. ჩვენი მაკროეკონომიკური ვითარება რეგიონში არის ჯანსაღი. ეკონომიკა იზრდება, ექსპორტი იზრდება, იმავდროულად ეროვნული ვალუტა მყარდება. ეს არის სწორი მონეტარული პოლიტიკისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი", – განაცხადა თურნავამ.

რას დაკარგავს საქართველო და მსოფლიო კორონავირუსის შედეგად>>

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის, სოსო არჩვაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ირანს საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის წამყვანი პოზიციები არ უკავია, კორონავირუსის გავრცელების გამო მასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს.

„პირდაპირმა ზარალმა ეკონომიკური ურთიერთობებისგან შეიძლება შეადგინოს 100 მილიონი დოლარი. მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმ საერთო სურათისა, რომელიც ყოველდღიურად იკვეთება. ეს ნიშნავს, რომ მცირდება იმ შემოსავლების მოცულობა, რომელთაც საქართველო ირანელი ინვესტორების, ბიზნესმენებისა და ტურისტებისგან მიიღებდა“, - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

პროფესორი დარწმუნებულია, რომ თუ ვირუსის დამარცხება და ქვეყნებს შორის საქმიანი ურთიერთობის აღდგენა ვერ მოხერხდება, ჩინეთიდან საქართველოში 2019 წლის დეკემბრამდე არსებული იმპორტის მოცულობა შემცირდება. თუმცა ეს ექსპორტისა და იმპორტის დისბალანსის პრობლემას მოაგვარებს.

Wizz Air - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Wizz Air კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენების სიხშირეს ამცირებს

„ჩინეთთან ექსპორტ-იმპორტის ყველაზე საგრძნობი დისბალანსი გვქონდა. ჩინეთში ჩვენი ექსპორტის ყოველ ერთ დოლარზე 7-8 დოლარი იმპორტი მოდიოდა. მაგრამ ვინაიდან იმპორტის მოცულობა მცირდება, ეს გარკვეულწილად ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღებაზე მოქმედებს. რაც ნაკლები ჩინური საქონელი შემოვა, მით უფრო გაუმჯობესდება ჩვენი საგარეო სავაჭრო ბალანსი“, - აღნიშნა არჩვაძემ.

მისი თქმით, ახლა საქართველო ალტერნატიულ სავაჭრო პარტნიორებს ეძებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მთელი მსოფლიო თავიანთი ეროვნული, ადამიანური და ეკონომიკური ინტერესების უსაფრთხოების უზრუნველყოფითაა დაკავებული, საქართველოს ეკონომიკის ორიენტირის სწრაფი ცვლილების იმედი არ უნდა გვქონდეს. ახალი საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად დროა საჭირო.

საქართველო ჩინეთთან და ირანთან ფრენების შეწყვეტის გამო მილიონებს კარგავს>>

ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის სხვადასხვა სცენარს იხილავს

ეროვნული ბანკი საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგნოზში მოვლენების განვითარების სამ სცენარს იხილავს.

მაჩვენებელი საბაზო ოპტიმისტური პესიმისტური
ეკონომიკური ზრდა, % 4,5 5,5 2,5
ინფლაცია, % 4,5 4,5 7,0
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არ შეიცვლება გამყარდება 5%-ით დაეცემა 10%-ით

საბაზო სცენარი ასახავს ეკონომიკის მოსალოდნელ მდგომარეობას, რომლის დროსაც რისკფაქტორები სწორი პოლიტიკით იქნება დაბალანსებული.

ამ სცენარის თანახმად, ეკონომიკური აქტივობა უახლოეს პერიოდში შეინარჩუნებს განვითარების არსებულ ტენდენციებს, სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდება და დადებით გავლენას იქონიებს რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე.

სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

ამასთან, 2020 წელს 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, საგარეო შოკის ეფექტების აღმოფხვრისა და რეფინანსირების განაკვეთის, ანუ წლიური საპროცენტო განაკვეთის (რომელსაც ბანკები ეროვნულ ბანკს უხდიან მათთვის გაცემული კრედიტებისთვის) თანმიმდევრული შემცირებისას ის 5%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება ინფლაციის დონეს, საბაზო სცენარის თანახმად, ის ეტაპობრივად დაუბრუნდება მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. თუმცა 2020 წლის პირველ ნახევარში ის ერთი დონით მოიმატებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის თანმდევი იმპორტირებული ინფლაციისა და შუალედური ხარჯის წილის ზრდის გამო. თუმცა 2020 წლის მეორე ნახევარში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების შემთხვევაში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება.

რა ელის ლარის კურსს: ექსპერტები სტაბილურობას ვარაუდობენ>>

საბაზო სცენარი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას.

ოპტიმისტური სცენარით მოსალოდნელია ყველა პროგნოზირებული პარამეტრის გაუმჯობესება, მათ შორის, უმუშევრობის დონის შემცირება და ლარის გამყარება.

პესიმისტური სცენარი კი ეფუძნება კონკრეტულ გეოპოლიტიკურ საფრთხეებსა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირებას.

Пассажирский самолет Катарских авиалиний вылетает из тбилисского аэропорта - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა  რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტით გამოწვეულ დანაკარგზე ისაუბრა

„ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება აისახება რეგიონში რისკების ზრდაზე, რამაც შესაძლოა რისკების გადაფასება და კაპიტალის გადინება გამოიწვიოს. გარდა ამისა, მოსალოდნელია ნავთობის გაძვირება ამ მოვლენების ფონზე, რაც ნეგატიურად აისახება ადგილობრივ ფასებზე, განსაკუთრებით, ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მასალებში.

აქვე მითითებულია, რომ საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნები კაპიტალის გადინების საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.

ამ მოვლენებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ ქვეყნის შემოსავლებზე ტურიზმიდან და ექსპორტიდან, ასევე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რაც გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების გამო საგარეო მოთხოვნილების შემცირების შედეგად შეიძლება გაუარესდეს.

ყველა ახალი ამბავი
0